უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, ეკა ზღულაძე "პლატფორმასთან" ინტერვიუში, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული რეფორმების თავისებურებებზე საუბრობს.
"საქართველოში ყველაფერი გაცილებით რთული იყო. რეფორმის გატარება უკრაინაში ბევრად უფრო იოლია. შეიძლება იმიტომაც, რომ ახლა ბევრად უფრო გაუმჯობესებული ტექნოლოგიები და ელექტრონული ბაზები არსებობს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ევროპული ქვეყანა გაქვთ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან შედარებით. საქართველოში ყველაფერი გაცილებით რთული იყო. ქვეყანა იყო ბევრად უფრო ღარიბი და კრიმინოგენული სიტუაციაც ძალიან მძიმე იყო. გარდა ამისა, ქართველები ანარქიული ხალხი ვართ, ძალიან ინდივიდუალურები. საქართველოში, ფრაქტიკულად წარმოუდგენელია თვითორგანიზებულობა. ეს არც კარგია და არც ცუდი - ეს უბრალოდ ასეა. უკრაინას თავისი სპეციფიკა აქვს.
ყველაზე მთავარია, ხალხი დავარწმუნოთ, რომ რეფორმები და ეს მექანიზმები მათ სასარგებლოდ მოქმედებს, მათ გამოყენებას თვითონ შეძლებენ. მთავარია ხალხს სჯეროდეს, რომ მათ აქვთ შანსი გაიმარჯვონ, რაღაც დაამტკიცონ... ეს თქვენ თვითონ ნახეთ მაიდანზე"- განაცხადა ეკა ზღულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






