„ბოევიკების“ მიერ განხორციელებულ თავდასხმებს, დებალცევოსა და ავდეევკაში 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 3 მძიმედ დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას, ანტიტერორისტული ოპერაციების ხელმძღვანელი, ანდრეი ლისენკო ავრცელებს.
„ავდეევკასა და დებალცევოში, სეპარატისტების თავსახმებს 7 მშვიდობიანი მაცხოვრებელი შეეწირა, ხოლო დაიჭრა 3. თუმცა, უკრაინელი სამხედროები „ბოევიკების“ განადგურებას განაგრძობენ. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩვენ 200 პრორუსული სეპარატისტის ლიკვიდაცია მოვახდინეთ“- განაცხადა ლისენკომ.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, „ბოევიკებმა“ უკრაინული ჯარების პოზიციებზე იერიში 71-ჯერ მიიტანეს, ხოლო უკრაინელმა სამხედროებმა კი მათი სამხედრო ტექნიკის და 200 სეპარატისტის განადგურება შეძლეს.
აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.
მასალის გამოყენების პირობები






