აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯენ პსაკის განცხადებით, უკრაინამ სუვერინეტეტის დასაცავად, შესაძლოა თავდაცვითი იარაღი მიიღოს.
„უკრაინის იარაღით მომარაგების შესახებ მიმდინარეობს დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მხარე იღებს. თუმცა ჩვენი საერთო მიზანი - დიპლომატიური გზით, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა“- განაცხადა ჯენ პსაკმა.
„ რუსეთთან ომის პროვოცირება და უკრაინის კრიზისის სამედრო გზით გადაჭრა არავის უნდა. ჩვენ არ გვსურს მდგომარეობის გართულება. ჩვენი მიზანი - რუსეთის ქმედებების შეცვლაა“ - დასძინა პრესსპიკერმა.
კითხვაზე, თვლის თუ არა ამერიკა რუსეთს აგრესორ ქვეყნად, პსაკიმ განაცხადა, რომ აშშ თავს იკავებს კონკრეტული სტატუსების მინიჭებისგან, თუმცა უკრაინაში რუსეთის მქმედებებს „აგრესიულად“ და „უკანონოს“ აცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები






