დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფილიპ ჰემონდი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.
მისი თქმით, არსებული სიტუაციის ფონზე უკრაინისთვის იარაღის გადაცემა სწორი გადაწყვეტილებ არ იქნება. „ ეს კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება, უკრაინას, რუსეთის არმიზე გამარჯვება არ შეუძლია“- განაცხადა ფილიპ ჰემონდმა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებები ბოლო შანსია, რათა შემდგომი ეკონომიკური ზარალი თავიდან აიცილოს.
„ამ ადამიანმა (ვლადიმერ პუტინმა) საკუთარი ჯარებით საერთაშორისო საზღვრები დაარღვია და ოცდამეერთე სუკუნეში სხვა სახელმწიფოს ოკუპაცია მოახდინა. ისე იქცევა, როგორც მეოცე საუკუნის ტირანი. ცივილიზებული ქვეყნები ასე არ იქცევიან. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზანს, რატომ უნდა ავიტანოთ კრემლის აღმაშფოთებელი ქცევა“ - განაცხადა ჰემონდმა.
მასალის გამოყენების პირობები






