დღეიდან დიდმარხვის მოსამზადებელი მეორე, უძღები შვილის კვირიაკე იწყება. უძღები შვილის კვირა დღეს ტაძრებში სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც საუბარია თუ როგორ დაუბრუნდა მამას გაქცეული შვილი, რომელმაც მთელი თავისი ქონება გაფლანგა. თუმცა მიხვდა დანაშაულს და მამასთან მსახურად დადგომა გადაწყვიტა, მამამ კი ასეთი სინანულის გამო კვლავ შვილად მიიღო.
უძღები შვილის შვიდეულს ხორციელ კვირასაც უწოდებენ. ამ დროს ოთხშაბათი და პარასკევი სამარხვო დღეები იქნება. ხორციელ შაბათს კი, ტაძრებში მიცვალებულების მოსახსენიებელი მსახურება შესრულდება.
შეგახსენებთ, რომ დიდმარხვის დაწყებას წინ უძღვის 3 კვირა: მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის, ხორცის აკრებისა და საშინელი სამსჯავროსი და ბოლო კვირიაკე (კვირა დღე) – მიტევებისა და ადამის სამოთხიდან განდევნისა.
დიდმარხვა წელს 23 თებერვალს დაიწყება და 12 აპრილს, უფლის აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები