ცეზარ ჩოჩელს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს
სამართალი - 11:16, 26 Jan, 2013     535
"მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელს სამართალდამცველებმა ბრალი 337-ე და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გუშინ წაუყენეს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩოჩელი 24 იანვარს დააკავეს. გამოძიება მას სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. ცეზარ ჩოჩელს, როგორც საჯარო მოხელეს, კანონმდებლობით ეკრძალებოდა სამეწარმეო საქმიანობა და საწარმოს მართვაში მონაწილეობა. მიუხედავად აკრძალვისა, იგი ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა შპს "ნიუ ენერჯის", მფარველობას უწევდა და ხელს უწყობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაში. აღნიშნული საქმიანობის სანაცვლოდ, ღებულობდა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს და ფულის გათეთრების გზით აძლევდა კანონიერ სახეს. 2009 წლის ნოემბერში შპს "ნიუ ენერჯის" ცეზარ ჩოჩელმა მოსთხოვა, რომ სხვადასხვა პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავლები გადაერიცხა შპს "ბერტას" საბანკო ანგარიშზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც მისი ძმა იაგო ჩოჩელი იყო, თუმცა ფაქტიურად ამ ფირმას მართავდა ცეზარ ჩოჩელი. "ნიუ ენერჯიმ" ჩოჩელის უკანონო მოთხოვნა დააკმაყოფილა და შპს "ბერტაში" ეტაპობრივად 5 360 000 ლარის ოდენობით თანხა გადარიცხა. 2010 წლის ზაფხულში ცეზარ ჩოჩელის მოთხოვნის საფუძველზე, შპს "ნიუ ენერჯიმ" ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნების მოსაწყობად, თურქეთიდან ჩამოიტანა 61 845 ლარის ღირებულების საჭირო ინვენტარი და თბილისში, სოფელ დიღომში, ცეზარ ჩოჩელის მეუღლის, სვეტლანა ჩოჩელის საცხოვრებელი სახლის ეზოში დაამონტაჟა. გამოძიების მიერ მტკიცებულებების შეფასებისა და საერთო ანალიზის საფუძველზე, ცეზარ ჩოჩელის უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა 5 421 845 ლარი შეადგინა. უკანონო სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავლები მას არ აუსახავს საჯარო მოხელის ყოველწლიურ ქონებრივ დეკლარაციაში. საქმის გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42