,,საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბრალის წარდგენამდე დაკავებული ადამიანი ინარჩუნებს ეჭვმიტანილის სტატუსს, ხოლო ბრალის წარდგენის მხოლოდ შემდეგ დასაშვებია მისი ბრალდებულად წოდება.
ცნობილია, რომ დღეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია პირი - მოქმედი პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, ხოლო იმის მიუხედავად, რომ დაკავებულ პირს, პროკურატურის ოფიციალური განცხადების დროისათვის, ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი და მითუმეტეს მის მიმართ არ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, პროკურატურამ ის პირდაპირ დანაშაულის ჩამდენად - "მკვლელად" გამოაცხადა.
ამასთნ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ძირითადი ნივთმტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც პირდაპირ "მკვლელად" იქნა წოდებული პირი, თუმცა მსგავსი ნივთიერი მტკიცებულება შესაძლოა არა მხოლოდ დანაშაულის ჩამდენის, არამედ თანამონაწილის გამოსავლენად იყოს გამოსადეგი.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გვსურს გავაფრთხილოთ გამოძიებაში მონაწილე უწყებები, რომ ნაჩქარევმა დასკვნებმა შესაძლოა გამოძიებაც და საზოგადოებაც შეცდომაში შეიყვანოს.
ჩვენ მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს დაინტერესდეს აღნიშნული სამართალდარღვევით და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
მივმართავთ საქართველოს, პრემიერ მინისტრს რომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებიული ადამიანის უფლების მსგავსი ფორმით შელახვის ყოველგვარი შესაძლებლობა უწყების მხრიდან, რადგან აღნიშნულმა შესაძლოა გააჩინოს დამატებით პასუხგაუცემელი კითხვები“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






