,,ის არ ცნობს თავს დამნაშავედ, მის მიერ არ არის აღნიშნული დანაშაული ჩადენილი, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს. არიან მოწმეები იმისა, თუ სად იმყოფებოდა სატელეფონო ზარების განხორციელებისას. რაც შეეხება დნმ-ის ანალიზს, იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე რომ ხელყუმბარაზე აღმოჩნდაო, როგორც აცხადებენ, ხელყუმბარაზე იმხელა სიმხურვალე წარმოიქმნებოდა, რომ დნმ-ის კვალის აღმოჩენა შეუძლებელია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო ჩასული 19 იანვარს, და მას მერე არ ჩასულა, მისი ახლო მეზობლის დედის გასვენება იყო და იქ იმყოფებოდა. არავითარი შემხებლობა არ აქვს ამ საქმესთან“ - აცხადებს ატვოკატი.
რაც შეეხება სოსანაშვილი ფირცალავასთან უერთიერთობას, ჯოგლიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უბრალოდ იცნობდა ფირცხალავას.
პოლიციის თანამშრომელი გიორგი სოსანაშვილი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს და მას ბრალად იური ვაზაგაშვილის განზრახ მკველელობა ედება, რაც 11-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურის თქმით, სოსანაშვილის დაკავება დე ენ ემ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






