,,როდესაც ვსაუბრობთ კასპის რაიონში მომხდარ მკვლელობაზე და როცა ვადგენთ, რომ იქ იყო აღმოჩენილი კონკრეტული ადამიანის დნმ-ის კვალი, ბუნებრივია მანამდე წინაპირობა უნდა არსებობდეს ინფორმაციის სახით, რომ აღნიშნული დნმ-ის კვალი შევადარო სავარაუდო ეჭვმტანილის დნმ-ის ნიმუშს, სხვანაირად როგორ ვადგენთ, რომ იმ ადამიანისაა? თუკი შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია დნმ-ის კვალი, ხდება მისი დამუშავება და შემდგომში უკვე, სავარაუდო ეჭვმიტანილს ვუღებთ დნმ-ს, რომ გამოვრიცხო ან დავადასტურო მისი იქყოფნის ფაქტი, ბუნებრივია, როცა ვიღებ გადაწყვეტილებას რომ მას უნდა ავუღოთ დნმ-ი, შესაბამისად, უნდა მქონდეს ამის რაღაც წინაპირობა. ვიპოვე დნმ-ი და საქართველოში მცხოვრებ 4,5 მილიონ ადამაინს ავუღებთ და მერე რომელიც დაემთხვა ის აღმოჩნდა? ეს ხომ შეუძლებელია“ - აცხადებს კობიძე.
ექსპერტი მეორე გარემოებაზე მიუთითებს, რომელიც დაკავებულის მიერ ბრალის არაღიარებას ეხება.
,,ეხლა რაც შეეხება მეორე გარემოება არის ის, რომ თავად პროკურატურამ განმარტა, რომ ამ მკვლელობის აღმსრულებელი არის დაკავებული, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი ასევე მუშაობენ სხვა თანამონაწილეებზე, რომლებიც შეიძლება იყვნენ წამქეზებელი, დამკვეთი და ა.შ. ანუ მათ თქვენს, რომ ის არის შემსრულებელი. როცა ადამიანს უდებენ სისხლის სამართლის საქმეში დნმ-ის დამთხვევას და ის არ ცნობს თავს დამნაშავედ, ესეც ცალკე აღებული საეჭვო გარემოებაა“ - ამბობს ექსპერტი.
რაც შეეხება მესამე საეჭვო გარემოებას, კობიძე სისხლის სამართლის საქმეში მკველობის მოტივის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, პროკურატურას არ დაუსახელებია კონკრეტული მოტივი, მაშინ როცა საქმე ეხება განზრახ მკვლელობას. კობიძე აცხადებს, რომ უნდა არსებობდეს მოტივი, რის გარეშეც გამოძიებას გაუჭირდებოდა გადაეწყვიტა, კონკრეტული პირის დნმ-ის ანალიზის ჩატარება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს პროკურატურამ განცხადება მაშინ უნდა გააკეთოს, როცა მოტივი გამოკვეთილია.
,,მესამე გახლავთ ის, რომ თვთონ მკვლელობის მოტივი, კერძოდ, როდესაც იხსნება ასეთი კატეგორიის საქმე, განზრახ მკვლელობა ასეთი საშიში ფორმებით გამოვლენილი, ბუნებრივია, გამოძიებას ვერსიის დონეზე მაინც უნდა ჰქონდეს დადგენილი მიტივი, თუკი ასეთ საქმეზე მოტივი არ იქნება გამოკვეთილი, მაშინ მოტივის გარეშე გამოძიებას გაუჭირდებოდა გადაეწყვიტა, რომ სწორედ ამ ადამიანს უნდა ავუღოთ ნიმუშის სახით დნმ-ი და შევადაროთ შემთხვევის ადგილიდან ამოღებილ დნმ-ს, თუკი მოტივი არ იქნებოდა. განზრახ მკვლელობა ნიშნავს მოტივირებულ დანაშაულს, ეს ხომ არ არის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა? სავარაუდოდ მაინც, ოფიციალური ვერსიების დონზე მოტივი უნდა იდოს. გამოძიება დაიწყებოდა წესით და რიგით, რა მოტივით შეიძლებოდა მოეკლათ იური ვაზაგაშვილი, როცა ასე მხეცურად და არაადამიანურად ააფეთქეს ადამიანი სასაფლაოზე. შემდგომში დაიწყბედნენ ამ მოტივის დამუშავებას, შეისწავლიდნენ მის საკონტაქტო წრეს, ეს ასე ხდება... რაღაც გარემოებას გამოკვეთდნენ, რომელიც ახლოს იქნებოდა მის მიმართ მკვლელობის გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით და შემდგომიში ამ ხაზს გაჰყვებოდნენ და გამოავლენდნენ სავარაუდო მკველობის ჩამდენს, რომელსაც მერე უნდა აუღონ დნმ-ს კვალი და შეადარონ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულს და როცა ამ შემთხვევაში მოტივს არ გვეუბნება პროკურატურა, ეს უკვე ეჭვს ბადებს, რომ რაღაც ფაბრიკაციის ნიშნებს აქვს ადგილი, მაშინ პროკურატურამ საერთოდ არ უნდა გააკეთოს განცხადება და ისე უნდა გააკეთოს, რომ მოტივი უკვე გამოვეთილი იყოს. ბრალში რა უნდა დაწერონ, მოკლა და მორჩა? თუ მოტივი არ არის მაშინ არის ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი დანაშაული, რომელიც როგორც წესი სპოტანური ჩხუბის დროს ხდება ხოლმე, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი ვერ ექნება, თვითონ დანაშაულის ჩადენის ხერხიდან გამომდინარე, ეს არის აშკარად ორგანიზებული ფორმით მოკლული. კასპის რაიონში მომხდარ მკვლელობაში უცბად ხდება გამოვლენა წალკის რაიონში მომუშავე პოლიციელისა, რომლის დნმ-ის კვალი ემთხვევა შემთხვევის ადგილზე ამოღებულ დნმ-ის კვალს“ - აცხადებს ირაკლი კობიძე.
მასალის გამოყენების პირობები






