როგორც ,,გურიის მოამბეს" ოზურგეთის პოლიციიდან არაოფიციალურად სანდო წყარომ აცნობა, ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გოჩა გრიგოლაშვილი მართავდა.
გრიგოლაშვილი შსს-ს გურიის მთავარი სამმართველოს ურეკის პოლიციის ქვეგანყოფილების თანამშრომელია.
ის შრომის თემის სოფელ ორმეთის უბნის ინსპექტორი იყო და თბილისში გადამზადების კურსებზე იმყოფებოდა.
შსს პრესსამსახურში მომხდარ ფაქტს და ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებენ, თუმცა, როგორც აგვიხსნეს, გამოძიების დასრულებამდე სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.
,,გურიის მოამბის" კითხვაზე ადასტურებენ თუ არა, რომ გოჩა გრიგალაშვილი არის ურეკის პოლიციის თანამშრომელი, გვპასუხობენ, რომ ამის თაობაზე შესაბამის ორგანოებს წერილობით უნდა მივმართოთ.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში ერთ-ერთი რესტორანში ავტომობილი შევარდა. ავარიის შედეგად რესტორანში მყოფი 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები






