"ალიას" ცნობით, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოებული კარინა გრიგორიანის ამ საქციელის გამო საქმე იმავე საღამოს გამოცხადდა დახურულად, რადგან ორივე მანქანის მძღოლი გარდაცვლილი იყო.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და ავარიის შედეგად ერთ მანქანაში ორი, მეორეში კი ერთი ადამიანი დაიღუპა. ტელეკომპანია "იმედის" ცნობით კი, ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მათ ბორჯომში მარგალიტა მაისურაძე ჩაწერეს, რომელიც ავარიის დროს ერთ-ერთ მანქანაში იჯდა.
ინტერვიუში ხანშიშესული ქალბატონი ადასტურებს, რომ მანქანას ქალი მართავდა და ის მგზავრის ადგილას ავარიის შემდეგ გადაჯდა, თუმცა ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ვინ იყო ეს ქალი, რესპოდენტი პასუხობს: "კარინა გიორგობიანი".
"იმედის" ცნობით, ისინი კომენტარისთვის კარინა გიორგობიანსაც დაუკავშირდნენ, თუმცა მან ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. სიუჟეტის ავტორის თქმით, კომენტარს არ აკეთებენ არც შსს-ში, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, 2006 წელს დახურულად გამოცხადებული ავარიის საქმის დეტალებით დაინტერესდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






