რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთს ყირიმის ოკუპაცია არ მოუხდენია და ის რაც ხდება არის ერის თვითგამორკვევა გაეროს წესდების ფარგლებში.
რუსეთის მთავარმა დიპლომატმა მიუნხენის 51-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პარალელები საქართველოსთან და 2008 წლის ომთანაც გააკეთა.
„ის რაც ყირიმში მოხდა იყო თვითგამორკვევა, როგორც ამას გაეროს წესდება ითვლისწინებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ უკრაინას და გარანტიებს, როგორც კი მთავარი მონაწილეები კიევის დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები შეთანხმდებიან მინსკის ხელშეკრულების ყველა პუნქტის შესრულებაზე, რუსეთი ამ პროცესის გარანტორი იქნება. საჭიროა პირდაპირი მოლაპარაკება იმ ხალხთან, ვინც იქ იბრძვის. მათთვის ეს არის წმინდა ომი საკუთარი მიწისთვის. ჩვენს უკრაინელ კოლეგებს არ უნდა ჰქონდეთ იმ წინდაუხედავი მხარდაჭერის იმედი, რომელიც მათ დასავლეთიდან აქვთ. ზოგჯერ კრიტიკულ ანალიზს მოკლებული მხარდაჭერა ზოგიერთებს თავგზას ურევს. ზუსტად ისევე, როგორც ამ მხარდაჭერამ თავბრუ დაახვია 2008 წელს ბატონ სააკაშვილს. ყველამ კარგად იცის რა შედეგები მოჰყვა ამას“, - განაცხადა ლავროვმა.
მასალის გამოყენების პირობები






