კორტების სპეცოპერაციის უცნობი დეტალები: როდის შევიდა შეტყობინება პრეზიდენტის დაცვის სამსახურში?
სამართალი - 16:01, 07 Feb, 2015     8272
2015 წლის 2 თებერვალს პროკურატურამ აღნიშნული საქმე გახსნილად გამოაცხადა და სპეცოპერაციაში მონაწილე 11 ყოფილ პოლიციელს, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია: ,,პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება შემდეგი: 2006 წლის მაისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ დაიგეგმა და განხორციელდა სპეცოპერაცია, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობით დასრულდა. სპეცოპერაციის ჩატარებას წინ უსწრებდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ფირცხალავას პირადი დაინტერესება ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ, ასევე იმ პერიოდში სამართალდამცავ ორგანოებში დამკვიდრებული დანაშაულთან ბრძოლის ნულოვანი ტოლერანტობის და კრიმინალთან ბრძოლისათვის სასტიკი მეთოდების პროპაგანდა, რაც გულისხმობდა წინასწარ „დამნაშავედ“ მონათლული პირების ლიკვიდაციას“.

როგორც ცნობილია, კორტების მიმდებარე ტერიტორია ის მონაკვეთია, სადაც პრეზიდენტის ესკორტი გადაადგილდება, სპეცოპერაციის დაგეგმვის შემთხვევაში კი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პრეზიდენტის გადაადგილება დაგეგმილი, უწყება ვალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს შესაბამისი შეტყობინება წინასწარ გადაუგზავნოს.

როგორც ,,ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, მაშინდელი სახელწმიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის მსგავსი ტიპის შეტყობინება არ გაგზავნილა. ჩვენი წყაროს ცნობით, პრეზიდენტის დაცვის სამსახურს ამის შესახებ მხოლოდ სპეცოპერაციის მოულოდნელად დაწყებისას აცნობეს, რაც უსაფრთხოების მიზნით, სავალდებულო იყო. აღნიშნული ფაქტი ამყარებს იმ ვერსიას, რომ სპეცოპერაცია იყო მოულოდნელი. სავარაუდოა, რომ პოლიცია ვერ გაბედავდა პრეზიდენტის მარშრუტზე შეტყობინების გარეშე ოპერაციის დაწყებას.

გადაცემა „რეაქციის“ ეთერში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ქადაგიძემ 2006 წელს ჩატარებული ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენა. სპეცოპერაციის დროს ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ირაკლი ფირცხალავა კი, მისი მოადგილე იყო. „რადგანაც არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯგუფი შეიარაღებული იყო, დაიგეგმა, რომ დევნა-დაკავების ოპერაციაში სპეცდანიშნულების რაზმი ჩართულიყო. გადავწყვიტეთ, ყაჩაღურ-დანაშაულებრივი ჯგუფისთვის ყაჩაღობის საშუალება არ მიგვეცა, არ შეგვეშვა ისინი საცხოვრებელ ბინაში და როცა ოთხივე შეიკრიბებოდა, მაშინვე დაგვეკავებინა“ - აცხადებს ქადაგიძე. ქადაგიძის თქმით, დევნა-დაკავების ოპერაციის დროს, სამართალდამცავები საცობში მოყვნენ და მათი თვალთვალის არეალიდან დამნაშავეთა ჯგუფის ავტომანქანა დაიკარგა, ამ დროს კი, ირაკლი ფირცხალავამ ხელის საშუალებით, ყველა დანაყოფის საყურადღებოდ გადმოსვლისა და ავტომანქანის ფეხით მოძებნის ბრძანება გასცა. ავტომანქანიდან გადმოსულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა წინ მდგომი BMW-ს მარკის ავტომანქანა შეამჩნია. მასში სავარაუდოდ, დამნაშავეები უნდა მჯდარიყვნენ. ქადაგიძის თქმით, პოლიციელი მიუახლოვდა ავტომანქანას, ამ დროს კი, იქიდან სროლა განხორციელდა.

რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას იმის შესახებ, რომ ეს იყო ირაკლი ფირცხალავას მხრიდან შურიძიების მიზნით განხორციელებული სპეცოპერაცია, ამ საკითხმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.

,,თუ ირაკლი ფირცხალავამ რაიმე გადაწყვიტა, შენიღბა და ორგანიზება გაუკეთა და ეს არავის არ გაანდო, მაშინ გამოდის, რომ პროკურატურას მხოლოდ ვარაუდი აქვს. ეს ერთი. მეორე, თუ ფირცხალავას ხუბულოვის ნეიტრალიზაცია ჰქონდა ჩაფიქრებული, ამას როგორმე სხვა მეთოდებითაც მოახერხებდნენ და ამხელა სპეცოპერაციას არ ჩატარდებოდა“, - აცხადებს ადვოკატი ხაჟალია ,,ნიუპოსტთან“ კომენტარში. მისივე თქმით, „თუ ფირცხალავამ საკონტროლო გასროლები გააკეთა და ლიკვიდაციები გაუკეთეს პიროვნებებს, მაშინ ერთ-ერთი პიროვნება როგორ დარჩა ცოცხალი? თუ ე.წ. „კონტროლკებზე“ იქნებოდა საუბარი, მაშინ ამ ერთსაც გაუკეთებდნენ ლიკიდაცია. ეს კითხვები ლოგიკურია“.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციას ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინი, რომელიც მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ამ ტრაგედიით მანიპულირება, პოლიტიკური ქულების დაწერა და ქართველი პოლიციელების მიწასთან გასწორება. ყოფილი მინისტრი ორ კითხვას სვამს, რომელიც სწორდ ირაკლი ფირცხალავასთვის წაყენებულ ბრალდებას ეხება, კერძოდ სპეცოპერაციის მოტივად შურისძიების დასახელებას.

,,კორტების სპეცოპერაციის დროს არც მთავრობაში ვიყავი და პირადადაც არ ვიცნობ პოლიციელებს, ვინც მონაწილეობდა ამ ოპერაციაში. თან, პროკურატურამ გამოაცხადა, რომ ეს იყო 11 პოლიციელის პირადი შურისძიება მოკლული ხუბულოვის მიმართ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის რასაც ახლა ვიტყვი, არ იქნება მიღებული, როგორც სუბიექტური მოსაზრება.

თუ საზოგადოება დაუჯერებს პროკურატურას, კორტების სპეცოპერაცია დაიგეგმა ფირცხალავს მიერ ხუბულოვის მოსაკლავად“ - ამბობს შაშკინი და ამ ვერსიის საწინააღმდეგოდ ორ კითხვას სვამს: ,,არის ორი ლოგიკური შეკითხვა, რაც ყველამ, ვისაც კრიტიკული აზროვნება აქვს, საკუთარ თავს უნდა დაუსვას:

1.ფირცხალავს არ ჰქონდა ძალაუფლება, რომ ერთპიროვნულად გადაეწყვიტა ოპერაციაში სპეცრაზმის გამოყენება. ამისთვის საჭირო იყო და არის კურატორი მინისტრის მოადგილის სანქცია და რადგან სპეცრაზმი იქ იყო, ესე იგი სანქცია გაცემული იყო.

2.თუ ფირცხალავას ხუბულოვის მოკვლა უნდოდა, მაშინ უფრო მარტივი და ლოგიკური იქნებოდა მისთვის, რომ ეს განეხორციელებინა იქ, სადაც ზედმეტი მოწმეები არ იქნებოდნენ და შემთხვევითი მსხვერპლის საშიშროებაც არ იქნებოდა. მაგალითად, ხუბულოვის სახლში. თან, ოპერაციის ხელმძღვანელი თვითონ არ იქნებოდა, რომ ზედმეტი შეკითხვები არავის გასჩენოდა და 11 კაცი კი არ იქნებოდა ამისთვის საჭირო, არამედ 1-2.

აშშ-ში, როცა მართვის მოწმობის ასაღებად აბარებ გამოცდას, ჯერ უნდა ნახო სპეციალური ფილმი, რომლის მთავარი ლეიტმოტივი ისაა, რომ სტატისტიკით აშშ-ში რამდენჯერმე მეტი პოლიციელი იღუპება მანქანის გაჩერების მომენტში, ვიდრე სპეცოპერაციების დროს და ამიტომ, სახელმწიფო აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ პოლიციელი თქვენი მანქანის გაჩერების მომენტში დიდი სტრესის ქვეშ არის და თქვენ არ უნდა გააკეთოთ არცერთი ზედმეტი მოძრაობა, მითუმეტეს ისეთი, რომელიც პოლიციელის მიერ იქნება ინტერპრეტირებული, როგორც მისი სიცოცხლის ან საზოგადოების უსაფრთხოების საწინააღმდეგო. ამას იმათთვის ვამბობ, ვისაც უკვირს, რომ სამართალდამცავებმა ცეცხლი გახსნეს. ეს არავითარ შემთხვევაში არ ამცირებს ამ ტრაგედიის სიმძიმეს და ნებისმიერ ადამიანის დაღუპვა უდიდესი ტრაგედიაა. მაგრამ არ შეიძლება, ჩემი აზრით, ამ ტრაგედიით მანიპულირება, პოლიტიკური ქულების დაწერა და ქართველი პოლიციელების მიწასთან გასწორება...“ - აცხადებს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42