სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში მარინა ღლონტის დაკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში ბევრი საინტერესო შეკითხვა დაუსვეს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
როგორც ღლონტი განმარტავს, პროკურატურაში ხელი მოაწერინეს ინფორმაციის გაუხმაურებლობის ხელწერილს. თუმა მისივე განმარტებით, მოგვიანებით, ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ ყველა დეტალს გაახმაურებს.
„ყველა სახელმწიფო საიდუმლოება რაც მნიშვნელოვანი იყო აგრესორისთვის და რასაც გრიფით საიდუმლო ედო ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით, ოკუპანტების მოთხოვნით გაასაჯაროეს და ის, რაც ეხება ბესელიას შვილს ამას მალავენ. გაუხმერებლობის ხელწერილით მოწმეებს ავალებენ, რომ არ გაასაჯაროონ ფაქტები. თუ ივანიშვილმა არ იცოდა ეკა ბესელიას წარსული შესახებ, სხვებმა ხომ იცოდნენ. თუმცა მათ კრიმინალური წარსული ზურგს უმაგრებთ. სწორედ ამიტომ ხდება პროკურატურაში დაბარება და გაუხმაურებლობის ხელწერილის დაწერა და მთელი პროკურატურა სამართლიანობის აღდგენის სანაცვლოდ ასეთ მითითებებს ემსახურება“, - აცხადებს ღლონტის ნათესავი, „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის რაიონული ორგანიზაციის წევრი დარეჯავნ ცხვიტარია.
არსებული ინფორმაციით, ღლონტი პროკურატურაში fresh news-ზე გასული სიუჟეტის შემდეგ დაიბარეს. სიუჟეტში მარინა ღლონტი რესტორან „ფაზისში“ მომხდარ ინციდენტზე საუბრობს.
სპეციალურ რეპორტაჟში საუბარია იმაზე, რომ რამდენიმე დღის წინ რესტორანში ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა მაღალჩინოსან ძალოვანებს კონკრეტული ადამიანების დაკავებაზე ესაუბრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






