ამ წუთებში, გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოდის.
რუსეთის პრეზიდენტან შეხვედრის შემდეგ, მერკელმა პირველი კომენტარი გააკეთა.
„რუსეთის ქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. ევროპის საზღვრების ძალისმიერი მეთოდებიით შეცვლას ჩვენ არ შევეგუებით. ეს ყველასთვის დიდი გამოწვევაა. უკაინის კრიზისი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. რუსეთმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცეს“- განაცხადა მერკელმა.
აზრთა სხვადასხვაობაა ევროპელ დეპუტატებში. ნაწილი უკრაინისთვის იარაღის დაუოვნებლივ გადაცემას მოითხოვს, ნაწილი კი კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზებს ეძებს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის მთავრობას იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით , გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ეს ევროპელი ლიდერების მშვიდობიანი მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული.
მასალის გამოყენების პირობები






