fresh news-ზე გასული სიუჟეტის შემდეგ მარინა ღლონტი პროკურატურაში დაიბარეს
სამართალი - 12:15, 07 Feb, 2015     4369

fresh news-ზე გასული სიუჟეტის შემდეგ მარინა ღლონტი, რომელმაც რესტორან „ფაზისში“ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაიბარეს.

ღლონტი საგამოძიებო უწყებაში ამ წუთებში იმყოფება. როგორც მან პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, ის ვარაუდობს, რომ პასუხს მოსთხოვენ იმის გამო, რაც „ფაზისში“ მომხდარ ინციდენტზე თქვა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა საფინანსო პოლიციის უფროსს ეუბნეოდა, „როგორ ვერ ნახეთ სამი მოწმე, ვინც იტყოდა, რომ დავით სარსანიამ ტენდერებში გამარჯვებისთვის კომპანიებისგან ფული აიღოო“.

ღლონტმა ეკა ბესელიას წინასაარჩევნო შეხვედრა გაიხსენა ფოთის მოსახლეობასთან, სადაც ის ფოთის ყოფილ მერს დავით სარსანიას ეუბნება, რომ არჩევნების შემდეგ მას მიხედავდა.

როგორც ცნობილია მარინა ღლონტი ფოთის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დარეჯან ცქვიტარიას ნათესავია. ცქვიტარია ამბობს, რომ ღლონტის პროკურატურაში დაბარება მხოლოდ „ფრეშნიუსზე“ გასულ სიუჟეტს არ ეხება. მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ არსებობს ფაქტები, სადაც ჩანს, რომ ეკა ბესელიას სხვადასხვა ბიზნესში ფინანსური დაინტერესება აქვს. ცქვიტარია ფიქრობს, რომ მარინას ღლონტს იმის გამო სჯიან, რომ ბესელიას ფაქტზე საჯაროდ საუბარი მოინდომა.

fresh news-ზე გასულ სიუჟეტში რესტორან „ფაზისში“ მომხდარ ინციდენტზეა საუბარი.

სპეციალურ რეპორტაჟში საუბარია იმაზე, რომ რამდენიმე დღის წინ რესტორანში ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა მაღალჩინოსან ძალოვანებს კონკრეტული ადამიანების დაკავებაზე ესაუბრებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42