პროკურატურამ თამილა ქუთათელაძისთვის ბრალის წაყენებაზე უარი თქვა
სამართალი - 16:51, 25 Jan, 2013     389


პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცველელად გთავაზობთ.

"ადვოკატი თამილა ქუთათელაძე 2011 წლის 5 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით დააკავა.

ბრალდებულმა ქუთათელაძემ იმთავითვე მიუთითა, რომ მისი დაპატიმრებით დაინტერესებული იყო ხსენებული საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გაგნიძე, რადგან მისი ისანი-სამგორის რაიონულ პროკურორად მუშაობისას, ერთ-ერთ სისხლის საქმესთან დაკავშირებით უკიდურესად დაეძაბათ ურთიერთობა. ქუთათელაძე პასუხისგებაშიც კი მისცეს იმ საბაბით, რომ გაგნიძე დასწყევლა. პასუხისგებაში მიცემის სამართელბრივ მიზეზად გამოძიებისათვის ხელის შეშლა დასახელდა.

გამოძიების მასალებით, 2009 წელს ადვოკატი ქუთათელაძე თბილისსა და ბათუმში იცავდა შ. ქუცნიაშვილის და ი. ანანიძის ინტერესებს სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეებზე. ერთ შემთხვევაში დამოუკიდებლად, მეორე შემთხვევაში კი მ. ცინცაძესთან და ი. სეხნიაშვილთან ერთად, დაარწმუნა პატიმრების ოჯახის წევრები, რომ თანამდებობის პირებისათვის ქრთამის გადაცემის სანაცვლოდ მიაღწევდა საპროცესო შეთანხმებებს პროკურატურასთან და ჯარიმის გადახდის პირობით პატიმრებს გაათავისუფლებინებდა. ბრალდების თანახმად, ამ ხერხით თ. ქუთათელაძე ანანიძის შემთხვევაში დამოუკიდებლად დაეუფლა 35 000 ლარს, ხოლო ქუცნიაშვილის შემთხვევაში თანამონაწილეებთან ერთად 20 000 აშშ დოლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსამართლე ჯორბენაძემ ქუთათელაძის და მისი ადვოკატების მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება ვადაში წარუდგენლობის საფუძვლით დაუშვებლად ცნო. საქმის არსებითი განხილვის საწყის ეტაპზე კი სხდომის დარბაზიდან გააძევა ქუთათელაძე და მისი დამცველი. ამის შემდგომ ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ, მას იცავდა სახაზინო ადვოკატი, რომლმაც სასამართლოს წინაშე დააყენა თვითაცილების საკითხი, მაგრამ სასამართლომ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილის 2011 წლის 5 დეკემბრის განაჩენით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ბრალდებულები მ.ცინცაძე და ი.სეხნიაშვილი სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდნენ, ხოლო თამილა ქუთათელაძეს მიესაჯა თავისუფლების 9 წლით აღკვეთა. პირველი ისტანციის გადაწყვეტილება მსჯავრდებულმა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიცვალა სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი.

საქმის მასალების ხელახალი დეტალური შესწავლის შედეგად, ბრალდების მხარე მივიდა საბოლოო დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება თამილა ქუთათელაძის ბრალეულობის დამადასტურებელი სამხილი.

სისხლის სამართლის საქმეში პირდაპირ "სამხილად" ბრალდების ორივე ეპიზოდში გამოყენებული იყო მსჯავრდებულ ცინცაძის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებით გამყარებული არ ყოფილა. უფრო მეტიც, ქუცნიაშვილის ეპიზოდში ცალსახად გამოკვეთილია, რომ ი. სეხნიაშვილის ხელშეწყობით ბრალდებულის ოჯახთან სატელეფონო კონტაქტის შედეგად სწორედ ცინცაძე (რომლის ჩვენებაა ამ სამეში მთავარი "სამხილი") დაეუფლა მოტყუებით მთლიან თანხას. ხოლო ადვოკატ ქუთათელაძესთან ბრალდებულის ოჯახის წევრებს არანაირი შეთანხმება არ ჰქონიათ. ქუცნიაშვილებმა ქუთათელაძე ცინცაძის რჩევით დაიქირავეს და ცინცაძისათვის თანხის გადაცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაიცნეს. რაც შეეხება ი. ანანიძის ეპიზოდს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ქუთათელაძისთვის ჰონორარის გარდა რაიმე სხვა თანხის გადაცემა არ დასტურდება.

კრიტიკულად შეფასდა ის გარემოება, რომ ცინცაძემ ერთპიროვნულად დაუბრუნა დაზარალებულს თანხა. ასევე გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ისიც, რომ ქუცნიაშვილების ოჯახმა ადვოკატ ქუთათელაძის საქმიდან ჩამოცილებიდან წელიწადნახევრის, ხოლო ანანიძეებმა ორი წლის შემდეგ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42