რატომ უნდა დააწყოთ კართან დაგებული ფეხსაწმენდის ქვეშ ხურდა ფული
ეს საინტერესოა - 13:34, 06 Feb, 2015     100178
რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, რომ მატერიალური გაჭირვების წინაშე არ აღმოჩნდეს და ფინანსური პრობლემებმა არ შეაწუხოს

იმისთვის, რომ ოჯახი არასდროს დადგეს მატერიალური გაჭირვების წინაშე, აუცილებელია, საცხოვრებელი ბინის კუთხეებში დავააწყოთ ხურდა ფული. უმჯობესია, თუ ეს ხურდა ოჯახის რომელიმე წევრის პირველი ხელფასიდან იქნება და მას არასდროს დახარჯავთ.



ასევე, პირველი ხელფასით აუცილებლად შეიძინეთ სარკე და ის ატარეთ ჩანთით, ოღონდ, მასში ყოველ დილას და საღამოს ჩაიხედეთ.


ცნობილია, რომ საფულეში ჩალაგებული ერთნაირი კუპიურები ერთმანეთის ენერგეტიკას ძალიან აძლიერებს. ხშირად ამოიღეთ ფული საფულიდან, დათვალეთ, თავზე შემოიტარეთ და ისევ თავის ადგილას დააბრუნეთ – ამით მას თქვენს ენერგეტიკას გადასცემთ და ეს ხერხი უფრო მეტი ფინანსების მოპოვებაში დაგეხმარებათ. როცა ხელფასს აიღებთ, სახლში მისულმა, საღამოს აანთეთ წითელი სანთელი, მის ალზე შემოატარეთ ფული და გონებაში გაიფიქრეთ, რომ ხართ ბედნიერი, არასოდეს შეგაწუხებთ უფულობა და სიდუხჭირე. შემდეგ ფულის კუპიურები ისევ საფულეში ჩადეთ და ის უფრო მეტ სახსრებს მოიძიებს.



ასევე, ნურასდროს ისესხებთ ფულს სხვისთვის, არ გაასესხოთ თანხა ორშაბათს, არ დააბრუნოთ ვალი შაბათსა და ორშაბათს და არც ისეთ ადგილას დადოთ ფული, რომ მას სხვა ადამიანის მზერა მოხვდეს. გაცემული თანხა არასდროს დაიბრუნოთ ნაწილ-ნაწილ, რადგან ასევე ნაწილ-ნაწილ გაგივათ ხელიდან, ისე, რომ ვერაფერს იხეირებთ. თუ მაინცდამაინც ფულის სესხება დაგჭირდათ, ისესხეთ ის ხუთშაბათ დღეს, რათა მალევე შეძლოთ მისი მევალისთვის დაბრუნება.


თუ გსურთ, ოჯახში ბარაქა გააორმაგოთ, მინის ლარნაკში ჩაასხით ახალ მთვარეზე ონკანიდან აღებული სუფთა წყალი და ჩაყარეთ მასში ორი 20-თეთრიანი და ორი 50-თეთრიანი. ყოველ დილით კი ამ წყლის რამდენიმე წვეთი დალიეთ და ისე გადით სახლიდან.


ბარაქის მოსაზიდად კარგია სახლის კართან, ფეხსაწმენდის ქვეშ ხურდა ფულის დადება, რომელიც დროდადრო უნდა ცვალოთ და ხარჯოთ. სასურველია, ამ ფულის ხარჯვა პარასკევ ან შაბათ დღეს დაამთხვიოთ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძინოთ ამ ფულით სანთებელა, ასანთი, სიგარეტი და ცეცხლთან დაკავშირებული ნივთები. საღამოს არც გაასესხოთ ფული და არც ისესხოთ, არც მარცხენა ხელით გამოართვათ ის ვინმეს და არც თავად მისცეთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42