შსს-მ ბრიუსელის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
სამართალი - 13:31, 06 Feb, 2015     1379

თბილისის ინტერპოლის და აჭარის საპატრულო პოლიციის სარფის სასაზღვრო საკონტროლო გამშვები პუნქტის თანამშრომლების მიერ ერთობლივი ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ბრიუსელის ინტერპოლის მიერ 04.12.2014 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ნიდერლანდების და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1975 წელს დაბადებული ჰალილ იალდიზკაია დააკავეს.

ჰალალ იალდიზკაიას ბრალად ედება ბელგიის სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე, 196-ე, 197-ე, 198-ე, 213-ე, 214-ე, 324-ე; 05.11.2002 წლის სამეფო ბრძანების მე-4, მე-8 და 9-ე, 27.06.1969 წლის კანონის 21-ე და 22-ე; 28.11.1969 წლის სამეფო ბრძანების პირველი ნაწილის მე-2 თავის 33-ე; 25.11.1991 წლის სამეფო ბრძანების 175 1o e); ბელგიის სოციალური სისხლის სამართლის კოდექსის 101-ე, 102-ე, 103-ე, 221-ე მუხლის 1 1o ნაწილი, 232-ე მუხლის 1, 1o ნაწილი, 233-ე მუხლის პირველი თავის 3o მუხლით 235-ე და 236-ე მუხლის მეორე ნაწილი, მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ითვალისწინებს გაყალბებას, თაღლითობას და კრიმინალური ასოციაციის წევრობას.

2001-2008 წლებში ჰალილ იალდიზკაია ბელგიაში იყო რამდენიმე კომპანიის მენეჯერი და დირექტორი. აღნიშნულ პერიოდში მან მთავრობას 241 დასაქმებული პიროვნების შესახებ ყალბი დეკლარაცია წარუდგინა.

ამჟამად ჰალილ იალდიზკაია დაკავებულია და გადაყვანილია აჭარა-გურიის დროებით მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42