ორი მსახიობი ოფიციალურად 4 თებერვალს ლოს ანჯელესში დაქორწინდა, საქორწინო ცერემონიალი კი ბაჰამის კუნძულებზე გაიმართა, სადაც ერთ-ერთი მცირე კუნძული ჯონი დეპის კუთვნილებაშია.
ჯონი დეპი რომელიც მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად არაერთხელ იქნა აღიარებული და მრავალ ცნობილ ქალთან აკავშირებდა სასიყვარულო ურთიერთობა, ოფიციალურად პირველად 1983 წელს დაქორწინდა, 1998 წელს კი ფრანგ მსახიობთან და მომღერალთან ვანესა პარადისთან დაიწყო ცხოვრება, რომელთანაც ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა და ვისთანაც 2 შვილი ლილი-როუზი და ჯეკი ჰყავს. ვანესამ და ჯეკმა 14 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორების შესახებ 2012 წელს გამოაცხადეს.
51 წლის ჯონი დეპი და 28 წლის ამბერ ჰარდი, 2011 წლიდან ერთად არიან. მათ ერთმანეთი
ერთმანეთი 2010 წელს ფილმ "რომის დღიურის" გადაღებებზე გაიცნეს. დეპმა აღიარა, რომ ძალიან მოხიბლა პარტნიორის გარეგნობამ. თავდაპირველად მათ რომანს მედია ეჭვის თვალით უყურებდა რადგან ამბერ ჰარდს ყველა ლესბოსელად თვლიდა, ხოლო მოგვიანებით გაირკვა, რომ ამბერ ჰარდი ბისექსუალია.
მასალის გამოყენების პირობები






