საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან შეხვედრა დამაიმედებელია - პოროშენკო
მსოფლიო - 11:35, 06 Feb, 2015     1472

გუშინ, კიევში უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების შეხვედრა გაიმართა.

მოლაპარაკებები დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ "ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების იმედი გაუჩნდა."


„ანგელა მერკელსა და ფრანსუა ოლანდს უდიდეს მადლობას ვუხდი იმ ძალისხმევისთვის, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარებისა და სიტუაციის დასტაბილურებისთვის იჩენენ. მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირი ერთიანობასა და სოლიდარობას გამოხატავს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია“- განაცხადა პოროშენკომ.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მინსკის მოლაპარაკებებით გათვალისწინებული შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებ. რუსეთმა უნდა შეასრულოს მინსკის მოლაპარაკებებით გათვალისწინებული შეთანხმებები და გაათავისუფლოს მძევლები“- აღნიშნა ოლანდმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინს, უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებისკენაც მოუწოდა.

შეგახსენებთ, უკრაინელი პილოტი 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს. მას შემდეგ სავჩენკო პატიმრობაში იმყოფება.

ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი დღეს მოსკოვში ჩავლენ და ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42