უკრაინელი დეპუტატები მოკლული ღონღაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავენ
მსოფლიო - 19:22, 05 Feb, 2015     1771

უკრაინაში ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ხუთმა დეპუტატმა უკრაინის გენერალურ პროკურორს მიმართვა გაუგზავნა, რომლითაც ჟურნალისტი გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ბრალდებული, შსს-ს ექს-გენერალი ალექსეი პუკაჩის სააპელაციო სასამართლო პროცესის საჯაროობას მოითხოვს.

ამის შესახებ პოლიტიკოსებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

მათი თქმით, ყოფილმა გენერალურმა პროკურომა, ვიქტორ პშონკამ ვიქტორ იანუკოვიჩის ინტერესების გათვალისწინებით, უკანონოდ დამალა დამნაშავეთა სია და საბრალდებო დასკვნა.

დეპუტატებმა განაცხადეს, რომ გამოძების მსვლელობისას მოპოვებულ მასალებს, პშონკამ საიდუმლო გრიფი დაადო.

„ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა თვითნებური და სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო. ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიებისას მოპოვებული მასალების რამდენიმე ტომს საიდუმლო გრიფი დაადო, მათ შორის იმ გაზეთების ნომრებსაც, რომლებშიც ამ შემთხვევაზე წერდნენ“- განაცხადეს პრეკონფერენციაზე.

დეპუტატები მოქმედ გენპროკურორს მიმართავენ და მას კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენაში დახმარებისკენ მოუწოდებენ, „წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ თქვენც იმ კრიმინალების თანამზრახველები ხართ, რომლებმაც ეს მკვლელობა ჩაიდინეს და გამოძიება გააყალბეს“- აღნიშნეს დეპუტატებმა.

დეპუტატები მოითხოვენ პუკაჩის სააპელაციო სასამართლოს სხდომა საჯარო გახდეს და მოეხსნას საქმეს საიდუმლო გრიფი, რადგან მასალები არანაირ სახელმწიფო საიდუმლოს არ მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე კიევში 2000 წლის 16 სექტემბერს დაიკარგა. იმავე წლის ნოემბერში, უკრაინის დედაქალაქთან ახლოს, ტყეში იპოვეს თავმოკვეთილი გვამი, რომელიც ექსპერტთა დასკვნით, ღონღაძეს ეკუთვნოდა.

ამის შემდეგ, გამოქვეყნდა სახელმწიფო დაცვის ექს-მაიორ ნიკოლაი მელნიჩენკოს მიერ, სავარაუდოდ, მაშინდელი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას კაბინეტში გაკეთებული ჩანაწერი. ჩანაწერში კუჩმას მსგავსი ხმა იძლევა განკარგულებას „მოუარონ“ ჟურნალისტს.

შსს-ს ექს-გენერალმა, ალექსეი პუკაჩმა აღიარა, რომ ჟურნალისტი თავისი ხელით გაგუდა.

2013 წლის 29 იანვარს, კიევის პეჩერის რაიონის სასამართლომ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო შსს-ს ექს-გენერალი ალექსეი პუკაჩი და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42