ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბარლდებული ყოფილი მთავარი პროკურორის მამუკა გვარამიას თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დაიბარეს უწყებაში.
ამის შესახებ გვარამიამ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე განაცხადა.
„ერთი რამ მინდა ვუთხრა ხალხს და პოლიტიკოსებს - დღეს მე მოვისმინე ჩემთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არის ჩემი და პროკურატურის სამართლებრივი დავა. აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. მე ვარ ყოფილი მთავარი პროკურორი და მედავება ჩემი მშობლიური პროკურატურა, სადაც 18 წელი ვიმუშავე და სადაც ოფლი მაქვს ჩაღვრილი. დაბარების შემთხვევაში, უწყებაში მომავალშიც აუცილებლად მივა“, - განაცხადა გვარამიამ.
გვარამია და როსტომ ლაზარია სასამართლომ გუშინ გიაროს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გამოძიება მათ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






