საქალაქო სასამართლო ჟვანიას საქმის პროკურორებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
სამართალი - 17:27, 05 Feb, 2015     1829

თბილისის საქალაქო სასამართლო ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

„4 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას მიმართ პატიმრობის შეფარდების თაობაზე და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო თითოეულს 3000-3000 ლარის ოდენობით.

მათ ბრალად ედებათ მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი და 369-ე მუხლის მესამე ნაწილი 2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით)

სასამართლომ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები და მიიჩნია, რომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულები წარსულში არ არიან ნასამართლევი, თავს არ არიდებენ საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში გამოცხადებას, აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავთ ოჯახები და მცირეწლოვანი შვილები. ამასთან, პროკურორის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული ყველაზე უფრო მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც მიღწეულ იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები - კერძოდ, ბრალდებულების სათანადო ქცევა, მათი გამოცხადება სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში, ის, რომ ბრალდებულები არ მოახდენენ მტკიცებულებათა განადგურებას.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 26 მარტს, 15:00 საათზე“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42