1. ჭრიჭინა.ინდონეზიასა და ჩინეთში მოხარშულ ან შემწვარ ჭრიჭინას დიდი სიამოვნებით მიირთმევენ. ამბობენ, მისი გემო კიბორჩხალის გემოს წააგავს.
2. ლოსის ცხვირი. კანადაში, ლოსის ცხვირს მოხარშულ ხახვთან, ნიორთან , სანელებლებთან და ძმართან ერთად მიირთმევენ.

3. ორცხობილა ფუტკრით. ეს იაპონური დელიკატესი განსაკუთრებით უყვართ ქალაქ ომაჩიში.

4. ლუტეფიქსი. ტრადიციული სკანდინავიული კერძი, რომელიც თევზის ჟელესა და სოდისგან მზადდება.

5. ჰაგისი. შოტლანდიელების საყვარელი კერძი - ცხვრის კუჭი, ცხვრისავე ღვიძლით, გულითა და ფილტვებით, შეკმაზული ბეკონითა და სანელებლებით.

6. ხოჭო. აფრიკაში ხოჭოს ,როგორც მოხარშულს, ასევე უმად მიირთმევენ. ამბობენ, რომ ხოჭოს ვაშლის გემო აქვს და ორგანიზმისთვის დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.

7. აკუტაკი. ნაყინი, რომელიც ალიასკაზე ძალიან უყვართ, მზადდება ირმის ცხიმის, თოვლის, კენრკისა და თევზისგან.

8. კასუ მარცუ. ამ სახის ყველი შესაძლოა მექსიკაშო დააგემოვნოთ. ყველი გამოსაყენებლად მზად მაშინ ითვლება, როცა ყველის მასა მასში არსებულ მატლებს მთლიანად გაიწოვს.

9. ტონგ- ზი -დანი. ჩინური კერძი, რომელსაც „ვაჟიშვილის კვერცხებსაც“ უწოდებენ. ეს კერძი წარმოადგენ, ბიჭების შარდში მოხარშულ კვერცხს.

10. მაკტაკი. ვეშაპის დამარილებული, უმი კანი და ქონი - გრენლადნიის ტრადიციული კერძია.

11. კობრას ღვინო. ჩინეთსა და ვიეტნამში ფიქრობენ, რომ კობრის შხამი ეთანოლის სპირტს ანეიტრალებს და გამბედაობას გმატებს.

12. კოღოს კვერცხები. მექსიკაში კოღოს კვერცხებს ჯერ ახმობენ, წვავენ და შემდეგ სიამოვნებით მიირთმევენ.

მასალის გამოყენების პირობები






