საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აფბას პასუხობს
ამის შესახებ კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვა მიზნად ისახავდა სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს შორის კონკურენციის გაღვივებას და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს დამკვიდრებას. ყოველივე ეს კი საბოლოო ჯამში მომხმარებლის კეთილდღეობაზე პირდაპირპროპორციულად ისახება. კომისიის აზრით, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვით გამართლდა კომისიის მოლოდინები. შედეგად მივიღეთ, მობილური თუ ფიქსირებული სატელეფონო ბაზარზე გააფთრებული კონკურენცია და სამჯერ შემცირებული ფასები. რაც შეეხება სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსს და ამ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც ტექნიკურად უზრუნველყოფს პორტირებას, კომისიამ საჯარო კონკურსი პორტირების ადმინისტრატორის შესარჩევად 2010 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა და ამავე გადაწყვეტილებაში საკონკურსო საბჭოც ჩამოაყალიბა. საკონკურსო საბჭოში კომისიის აპარატის 5 თანამშრომელი, 5 ყველაზე მსხვილი ოპერატორის წარმომადგენელი და ერთიც დამოუკიდებელი ექსპერტი შევიდა შემდეგი შემადგენლობით: ა) კახი ყურაშვილი - თავმჯდომარე, კომისია; ბ) თეა ტყეშელაშვილი - წევრი, საბჭოს მდივანი, კომისია; გ) ელისო ასანიძე - წევრი, კომისია; დ) დავით ქუთათელაძე - წევრი, კომისია; ე) დავით ჭანკოტაძე - წევრი, კომისია; ვ) ანდრია აბაშიძე - წევრი, შპს "მაგთიკომი" (წერილი N6/2259-10 13.07.2010); ზ) ირაკლი ესართია - წევრი, შპს "მობიტელი" (წერილი N6/2374-10 19.07.2010); თ) ლევან ინჯია - წევრი, შპს "ახალი ქსელები“, შპს "ახტელი" (წერილი 6/2455-10 22.07.2010); ი) მალხაზ ჟორჟიკაშვილი - წევრი, შპს "ჯეოსელი" (წერილი 6/2470-10 23.07.2010); კ) ლევან ბუჩუკური - წევრი, სს "სილქნეტი" (წერილი 6/2501-10 28.07.2010); ლ) კარინ იოჰანსონი - წევრი (დამოუკიდებელი ექსპერტი) საკონკულტაციო ფირმა "ბოკა კონსალტინგი" (შვედეთი); ამ საკონკურსო საბჭომ 9 ხმით 2-ის წინააღმდეგ გამარჯვებულად გამოაცხადა შპს "მედია პრო ჯორჯია". კომისიამ საჯარო სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება კონკურსის გამოცხადების შესახებ, ასევე საჯარო სხდომაზე გამოავლინა გამარჯვებული, გარდა ამისა, კომისიის აპარატის წარმომადგენლები საკონკურსო საბჭოში არ იყვნენ უმრავლესობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ შპს "მედია პრო ჯორჯიას" წინააღმდეგ ხმა საკონკურსო საბჭოს მხოლოდ ორმა პირმა მისცა, როდესაც საკონკურსო საბჭოს შემადგენლობაში 5 კერძო კომპანიის წარმომადგენელი იყო. საკმაოდ არადამაჯერებლია, რომელიმე კერძო ოპერატორს საკუთარი კომპანიის საზიანო გადაწყვეტილება მიეღო. კომისია ეთანხმება მოსაზრებას, რომ პორტირების უზრუნველყოფა ხარჯებთან არის დაკავშირებული და არც ერთ ქვეყანაში არც ერთი ოპერატორი სიხარულით არ შეხვედრია პორტირების დანერგვას. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ პორტირების გადასახადს რეალურად ვიხდით ჩვენ, აბონენტები, რაც, რა საკვირველია ასახულია ჩვენ მიერ ოპერატორებისათვის გადახდილ ტარიფებში. რაც შეეხება განცხადებას მონაცემთა ცენტრალური ბაზის ლიტვაში განთავსების შესახებ და ასევე, ზარების შესახებ ინფორმაციის თავმოყრას სხვა ქვეყანაში, გვსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის ცენტრალურ ბაზაში ინახება მხოლოდ მონაცემები პორტირებული სააბონენტო ნუმერაციის რესურსის შესახებ, რომელიც ასევე გარკვეული პერიოდულობით (24 საათში ერთხელ) კოპირდება საქართველოს ფარგლებში მოქმედი ოპერატორების ქსელებში არსებულ მონაცემთა ბაზებში, ანუ ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მომხმარებლები რეალურად არიან სწორედ საქართველოს ფარგლებში არსებული ოპერატორები. ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზარის განხორციელების პროცესში ცენტრალური მონაცემთა ბაზა არანარი ფორმით არ მონაწილეობს, ისევე როგორც არ გააჩნია ინფორმაცია განხორციელებული ზარების შესახებ. მოცემულის გადასამოწმებლად შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელ ოპერატორს. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, მოვიყვანთ მაგალითს: თუ პორტირების პროცესის დანერგვამდე ყველა აბონენტი და ყველა ოპერატორი სააბონენტო ნომრის პირველი ციფრებით არკვევდა თუ რომელი ოპერატორის ქსელში არის გააქტიურებული ესა თუ ის ნომერი, (მაგ: 577--------“ჯეოსელში”, 599-------- “მაგთიკომში” და ა.შ) პორტირების პროცესის შემდეგ შეუძლებელი ხდება იმის გარკვევა, თუ რომელი ოპერატორი ემსახურება ამა თუ იმ სააბონენტო ნომერს. ანუ თუ 577------- ნომერი დაპორტირდა, საქართველოს ფარგლებში არსებულ ყველა ოპერატორს სჭირდება მონაცემი იმის თაობაზე, თუ რომელი კომპანიიის (მაგ-მაგთიკომის, მობიტელის თუ სილქნეტის) ქსელში გადავიდა “ჯეოსელის” აბონენტი, რათა ზარი გაუშვან სწორედ იმ ოპერატორთან, რომლის მომსახურებასაც იღებს პორტირებული ნომრის მქონე აბონენტი. შესაბამისად, პორტირებულ ნომერთა მონაცემთა ბაზა (რომელიც მოიცავს ინფორმაციას მხოლოდ ნომრისა და მისი მომსახურე ოპერატორის შესახებ- მაგ: 577------- მაგთიკომი) არსებობს სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში მოქმედმა ოპერატორებმა დაუბრკოლებლად შეძლონ თავიანთი საქმიანობის განხორციელება, ხოლო აბონენტებს არ შეეზღუდოთ არჩევანი. „საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ასევე აცხადებს, რომ პორტაბელურობის დანერგვა კანონის ფარგლებში არ განხორციელდა. საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა იმის გაცხადება, თითქოს 2010 წელს მოხდა ტენდერის ჩატარება და 2011 წელს განხორციელდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება. ქვემოთ მოყვანილ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის დადგენილება სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დადგენილების შესახებ, რომელიც კომისიამ "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ საქართველოს კანონით, მიიღო: http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=7060&info_id=8434.
განცხადებაში ასევე საუბარია, კომისიის თავმჯდომარის და სხვა პირების კერძო ინტერესებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული დოკუმენტური მტკიცებულებების გარეშე კომისია თავს შეიკავებს განცხადებისგან. და ბოლოს, კომისიას ძალიან კარგად ახსოვს "საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ბრიფინგები სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვამდე, სადაც ეს ორგანიზაცია მომხმარებელთა ინტერესებზე საუბრობდა და კომისიას მყისიერი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებდა. ახლა კი, მას შემდეგ, რაც კომისიამ მიაღწია ბაზრის ამ სეგმენტზე კონკურენციის გამძაფრებას, საცალო ბაზარზე ტარიფის დაკლებას და ამით მომხმარებელთა ინტერესების გაუმჯობესებას, ეს ორგანიზაცია კომისიას ტენდენციურობაში ადანაშაულებს. ყოველივე ეს კი გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რეალურად ეს ორგანიზაცია მხოლოდ ხმაურის შექმნას ცდილობს", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






