უახლოეს ხანში აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყება, - ასეთ პროგნოზს „ნიუპოსტთან“ საუბარში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აკეთებს.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება ავტორიტეტების, თავისუფლად მოაზროვნე და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გარეშე დატოვოს.
_აქ საუბარია მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებაზე, აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანებზე და მათ შორის ექსპერტებზე, პოლიტოლოგებზე, ანალიტიკოსებზე, ყველა იმ ადამიანზე, ვისაც ჯერ კიდევ აშუქებს მედიასაშაულებები ხელისუფლებისგან მოსალოდნელი წნეხის ფონზე და ისინი, ვისი აზრის საზოგადოების თუნდაც მცირე ჯგუფს აინტერესებს. დარტყმის ობიექტი არის ეს სივრცე და ფენა. შეიძლება ივანიშვილმა სამი გვარი დაასახელა, მაგრამ ეს სამი გვარი ხვალ ოცდაათ გვარად იქცევა. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არაა. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, რომ მიმდინარეობს იმ ადამიანების ,,დაფაილება", რომელ კატეგორიაზეც მე ვისაუბრე. მიზანია ამ ადამიანების არაპროფესიონალიზმის დამტკიცება, მათი დევალვირება და ჩირქის მოცხება საზოგადოების თვალში“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
_მიზანი რა არის ხელისუფლების?
_ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება ავტორიტეტების, თავისუფლად მოაზროვნე და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გარეშე დატოვოს. მიზანი არის ის, რომ ამ გამოთავიფულებულ ველზე ერთადერთი სიმართლის მოღაღადე დარჩეს ხელისუფლება. უახლოეს პერიოდში დაიწყება „დაფაილებული“ ადამიანების წინააღმდეგ ფართომასტაბიანი კამპანია და ხოტბა აღევლინება ხელისუფლების ტაშიმკვრელთა რიგებში მყოფთა მიმართ. აქ კიდევ ერთი მომენტია - ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ მისი გავლენა საზოგადოებაზე დაბალია. ხელისუფლების კიდევ ერთი ოპონენტი სწორედ ეს აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანები არიან. ხელისუფლებას მათი არსებობაც კი აწუხებს, რადგან საზოგადოების გარკვეულ სეგმენტზე მათი მოსაზრებები გავლენას ახდენს.
ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება საზოგადოების ამ ნაწილზე მორალურ ტერორს აპირებს. ექსპერტი მიუთითებს, რომ საზოგადოების აქტიურ ნაწილთან ბრძოლაში ხელისუფლება არასოდეს გამოსულა გამარჯვებული.
_დიდი განსხვავება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა არ არის. მაშინ იყო ფიზიკური ტერორი, ეხლა რასაც აპირებს ხელისუფლება, არის მორალური ტერორი. ერთი რამ რაც უნდა ვურჩიო ხელისუფლებას, ეს არ არის ბრძოლა კონრეტული ადამიანების წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილის წინააღმდეგ. ხელისუფლება უპირისპირდება საზოგადოებას, თავისუფალ აზრს და გაიხსენოს მან, რომ არც ერთი ხელისუფლება არ გამოსულა გამარჯვებული საზოგადოებასთან ბრძოლაში. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს რომ ყველა ხელისუფლებას აქვს კრიტიკული პერიოდები და ხელსუფლება მათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი, ამ დროს შუამავლის ფუნქციას აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე ადამიანები ასრულებენ. ხელისუფლებას აჟრიალებს სიტყვა ექსპერტზე, ეხლა დაიწყება ასეთივე ალერგია სიტყვა ავტორიტეტზე. როცა მე ეს სიტყვა გამოვიყენე სოციალურ ქსელში დაიწყო ამ სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლა. მთლიანად ქართულ ლექსიკონს ვერ ამოძირკვამენ. ამ ექსპერიმენტზე ნუ წავლენ. შემედავებიან, რომ ექსპერტი და ავტორიტეტი ქართული სიტყვა არ არის, ვეთანხმები, რომ ეს არის უცხოეთიდან ქართულ სალიტერატური ლექსიკაში ფეხმოკიდებული სიტყვები, მაგრამ ამ სიტყვებზე ქართულ სალიტერატურო ენას უარი არ უთქვამს. გადაამოწმონ... პირველი განათლებით ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ჩემი სამი დიპლომიდან ერთ-ერთი ეს არის და მიაწერეთ, რომ მე გახლავართ მარკშეიდერი არასრული უმაღლესი განათლებით.
ექსპერტი ხელისუფლებას ურჩევს წამლეკავი რიტორიკა სამოქალაქო პოზიციის მქონეს ადამიანებტან დიალოგით შეცვალოს.
_ხელისუფლებისთვის გაცილებით უკეთესია თუ ამ ეგრესიულ და წამლეკავ რიტორიკას შეიცვლის აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანებთან დიალოგის რეჟმით, ეს მისთვისაც უკეთესი იქნება და ქვეყნისთვისაც, ეს არის ყველაზე მარტივი გზა სასურველი შედეგისკენ - არა აგრესია და ახლებური მეთოდებით ამ ადამიენიბს ჩარეცხვის მცდელობა, არამედ საზოგადოებასთან დილოგის შედეგად საუკეთესო გამოსავლის და განვითარების გზების მოძიება. ეს არის ჩემი, მარკშეიდერი ხათუნა ლაგაზიძის კეთილი რჩევა ხელისუფლებას.
მასალის გამოყენების პირობები






