ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ლევან გაბუნიას ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობასთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენას სთხოვს.
ამის შესახებ მოსიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ინფორმაცია ვაზაგაშვილების ოჯახის დისკრიმინაციისკენ არის მიმართული.
„როგორც იურისტი ვითხოვ, რომ მომეცით მასალები, სადაც იქნება თუნდაც ბრალი წაყენებული თუნდაც დაკითხული ამ ფაქტთან დაკვშირებით, რომ რაღაც შემხებლობა ჰქონდა ამ საქმესთან ვაზაგაშვილს. ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ თურმე იური ვაზაგაშვილი ფსიქოტროპული ნივთიერებებით ვაჭრობდა „ჯაზუსთან“. მავანი და მავანი იყენებენ ამ პიროვნებას ვაზაგაშვილების ოჯახის დისკრიმინაციისათვის,“ - განაცხადა მოსიაშვილმა.
ლევან გაბუნიამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ მისი შვილი ზურაბ ვაზაგაშვილმა ბექა პაპუაშვილის მკვლელობის დასაფარად მოკლა. მისი განმარტებით, შვილის გათავისუფლებისთვის იური ვაზაგაშვილმა 70 ათასი გადაიხადა, ხოლო მისი გათავისუფლების რეკომენდაცია ელენე თევდორაძემ გასცა.
მასალის გამოყენების პირობები






