რატომ უნდა ატაროს გასათხოვარმა ქალმა ჩანთით რკო
ეს საინტერესოა - 13:47, 04 Feb, 2015     61726
რომელ დღეებშია ბედის შეცვლა შესაძლებელი, როგორ უნდა გაიხსნას ბედ-იღბალი ადამიანმა საკუთარი ძალებით. ამასთან დაკავშირებით პარაფსიქოლოგები რამდენიმე რჩევას იძლევიან:

გასათხოვარმა გოგონამ არ უნდა გაიკეთოს მარგალიტის სამკაული და უნდა ატაროს ჩანთით რკო, რათა მომავალი ბედით კმაყოფილი იყოს და სასურველი მეორე ნახევარი იპოვოს ცხოვრებაში. რკოს უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვს და მასთან სიახლოვე ხელს უწყობს ადამიანს, იყოს მიმზიდველი, სასურველი და ბედნიერი როგორც პირად, ასევე კარიერულ სფეროში. რკოს ტარება გასათხოვარ გოგონას არასასურველი შეხვედრებისა და ნაცნობობისგან დაიცავს.

ბედის შესაცვლელად მეტად აქტიური დროა შემოდგომა და კონკრეტულად – ოქტომბერი. თუ ადამიანი ელემენტარულ რიტუალს ჩაატარებს სწორედ ამ თვის ბოლოს, კერძოდ კი, 27 ოქტომბერს, საკუთარ ბედს სასიკეთოდ შეცვლის.

27 ოქტომბერი რომ თენდება, დილის 7 საათზე, გამჭვირვალე ჭიქაში ონკანიდან ჩაასხით წყალი. ეს ჭიქა აუცილებლად ახალი უნდა იყოს, უფრო სწორად, ამ ჭიქიდან არავის არ უნდა ჰქონდეს წყალი დალეული. შემდეგ, ისე, რომ არავის გამოელაპარაკოთ, ამ ჭიქაში ჩაყარეთ ვარდის ფურცლები, რკო და შაქარი. დადგით თქვენი საწოლის ქვეშ, დაწექით და იფიქრეთ იმაზე, რომ, გინდათ, იყოთ ბედნიერი, სასურველი და მიმზიდველი. მერე კი ადექით და შეუდექით თქვენს საქმეებს. ის ჭიქა საწოლის ქვეშ დატოვეთ. საღამოს, ზუსტად 7 საათზე, გამოიღეთ ჭიქა საწოლის ქვემოდან, ამოიღეთ ვარდის ფურცლები და რკო, კარგად მოურიეთ, რომ შაქარი გადნეს და დალიეთ. ის რკო ჩანთით უნდა ატაროთ, ვარდის ფურცლები, შეგიძლიათ, მისაღებ ოთახში, გამოსაჩენ ადგილას დააწყოთ. ჭიქა კი, აუცილებლად შეინახეთ, რომ სხვამ არ დალიოს იქიდან წყალი. დამიჯერეთ, ასე თუ მოიქცევით, სულ მალე იგრძნობთ საპირისპირო სქესის ყურადღებას, პირად ცხოვრებაში ცვლილებას და უფრო თავდაჯერებული და ამაყი შეუდგებით საქმის კეთებას. ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ რკო – გამრავლების, ვარდი – სილამაზის, ხოლო შაქარი – სიტკბოს მომტანი იყო გასათხოვარი გოგონებისთვის. მოკლედ, ამ რიტუალის ჩატარება ძალიან მარტივია და, თუ ის თქვენს ბედს სასიკეთოდ შცვლის, რატომაც არ ღირს, სცადოთ?! სხვათა შორის, ბევრს ვასწავლე ეს და ყველა მადლიერია. სამწუხაროდ, მისი ჩატარება მხოლოდ წელიწადში ერთხელ არის მისაღები და სასურველი და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

27 ოქტომბერი, ყველაზე ძლიერ ენერგეტიკულ დღედ ითვლება და გასათხოვარს სწორედ ამ დღეს აქვს შანსი, თავისი ბედი ძირფესვიანად შეცვალოს.

რაც შეეხება მარგალიტის სამკაულს, მას ყველაზე დიდი საფრთხის მოტანა შეუძლია, თუ, რასაკვირველია, არასწორად და არასასურველ ასაკში ატარებს ადამიანი. დღეს საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ ბუნებრივი და არა ხელოვნური მარგალიტი, დროთა განმავლობაში იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქვა კი არა, ცოცხალი ორგანიზმია. შესაბამისად, როცა ის კანს ეხება, ადამიანთან ბრძოლას იწყებს, ეს კი იწვევს გარკვეულ უარყოფით ზემოქმედების ადამიანზე. თინეიჯერები ისედაც გაღიზიანებული ბუნებით გამოირჩევიან და მათი ფსიქიკა ჩამოყალიბებას, სწორედ ამ ასაკში იწყებს. ამიტომ, არ არის სასურველი, მარგალიტის სამკაული გარდატეხის ასაკში ატაროთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42