გასული დღე-ღამის განმავლობაში, „ბოევიკების“ თავდასხმების შედეგად დაიღუპა 18 და დაიჭრა 19 ადამიანი.
გარდაცვლილთაგან 16 მშიდობიანი მცხოვრებია, 2 კი უკრაინელი ჯარისკაცი.
ამის შესახებ განცხადება, შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა, ვლადისლავ სელეზნიოვმა გააკეთა.
„გასული 24 საათის განმავლობაში ,უკრაინელი სამხედროების პოზიციებისა და დასახლებების დაბომბვებს, 2 სამხედრო და 16 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. 19-მა ჯარისკაცმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები“- განაცხადა სელეზნიოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
უკრაინული მედიის ცნობით, „ბოევიკები“ დებალცევოზე აპირებენ შეტევას. გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტებმა არმია 3 000 ადამიანით განაახლეს, ასევე დამატებით 18 ტანკის, 23 ჯავშანმანქანისა და 55 სატვირთოს მობილიზება მოახდინეს.
მასალის გამოყენების პირობები






