სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპუტატ ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. სამინისტრო აღნიშნულ ინფორამციას არასერიოზულს უწოდებს.
ირმა ნადირაშვილის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება მორიგ სადამსჯელო ოპერაციას ამზადებს.
,,ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი სადამსჯელო ოპერაციის მზადების შესახებ. კერძოდ, გლდანის მერვე პენიტენციალური დაწესებულების პატიმრებს შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც ხვალ კორტების საქმეზე 11 დაკავებულს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდებს პატიმრობას, რაც წინასწარ გადაწყვეტილია, პატიმრებს, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც სამართალდამცავებს, ქურდულ სამყაროსთან დაპირისპირებულებს, ეკუთვნით პატიმრობა მატროსოვზე, კარანტინის გასავლელად მიიყვანენ სწორად გლდანის ციხეში, სადაც გაატარებენ კორპუსებს შორის, რა დროსაც კრიმინალებმა უნდა , ასე ვთქვათ, იყარონ ჯავრი პოლიციელებზე, რაც გამოიხატება ლანძღვა გინებასა და ხმაურში, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაში, რაც უნდა იქნას გადაღებული, რათა ეს ყველაფერი ანახონ ბიძინა ივანიშვილს. მოვითხოვთ, შესაბამისმა ორგანოებმა გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და დადასტურების შემთხვევაში გაატარონ შესაბამისი ზომები.“ - წერს ნადირაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






