ოზურგეთში პატიმარმა მოსამართლე და პროკურორი წიხლით სცემა
სამართალი - 19:21, 03 Feb, 2015     7004
როგორც "გურიის მოამბეს" წყარო ატყობინებს, ინცინდენტი, ამ დღეებში, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მოხდა, გასამართლებულმა, ოზურგეთში მცხოვრებმა, გ.ც-ძემ, ჩათვალა, რომ მოსამართლემ მას გაცილებით მეტი მიუსაჯა, ვიდრე იმსახურებდა.

პატიმარმა, ისარგებლა რა იმით, რომ, ბადრაგს, მისთვის ბორკილების დაბნევა დაავიწყდა, სხდომიდან მიმავალ მოსამართლეს თავზე დაახტა და ცემა დაუწყო, მოსამართლემ ბადრაგის დახმარებით, თავდამსხმელი რის ვაი-ვაგლახით მოიგერია, თუმცა მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

მას შემდეგ რაც მოსამართლე "გააგდებინეს ბადრაგებმა ხელიდან' იგივე პატიმარი იქვე მჯდომ პროკურორს მიუვარდა და რამდენიმეჯერ წიხლი და მჯიღი ამოარტყა.

როგორც პატიმრის ახლობლები აცხადებენ, ის ოზურგეთიდან უკან, ბათუმისაკენ მიმავალ გზაზე, სადაც წინასწარ დაკავებაში იმყოფებოდა და პატიმრობაში უკანვე აბრუნებდნენ, პატიმარი ბადრაგის წევრებმა სასტიკად სცემეს.

ამ დღეებში ოზურგეტში იმავე პატიმრის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება და სავარაუდოდ მას, ამ ინცინდენტისათვის, სასჯელს კიდევ უფრო დაუმძიმებენ.

აღნიშნული პიროვნებას გამოძიება ქურდობას და ავტომანქანის გატაცებას ედავებოდა

"გურიის მოამბეს" არქივიდან:

ოზურგეთში გატაცებული მიკროავტობუსი ნაპოვნია

ამის შესახებ, "გურიის მოამბეს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბახვის მოსახლეობამ აცნობა.

მოსახლეობისავე განცხადებით, გატაცებული მიკროავტობუსი, დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურში-ოქროსხედის უბანი, (ბახვის თემი), პოლიციელებმა აღმოაჩინეს.

ეს ფაქტი, "გურიის მოამბეს", ბახვის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის აპარატში დაუდასტურეს.

თვითმხილველთა განცხადებით, გატაცებული მიკროავტობუსი მთლიანად გაძარცვულ დაშლილი და მიტოვებული იყო.

ცნობისათვის, გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, წუხელ, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩაზე, გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, მიკროავტობუსი, მას შემდეგ გაიტაცეს, როცა, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი სახლისაკენ მიმავალმა მძღოლმა, მაღაზიაში სავაჭროდ შეიარა.

მთავარ პროკურატურაში პროკურორის და მოსამართლის ცემის ფაქტს არ ადასტურებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42