ადვოკატის თქმით საუბარია სვანეთში აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე.
ადვოკატის განცხადებით, საქმეში მრავალი ახალი მოწმე გამოჩნდა და გამოძიებამ საგრძნობლად წაიწია წინ.
ჭკადუას განცხადებით,, აფრასიძეების საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის. თუმცა, ზუსტად როდის გაიხსნება, ამას ადვოკატი ვერ აკონკრეტებს.
ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ სვანეთში ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაციის გამოძიება 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ აქტიურად წარიმართა და ჩატარდა რიგი საგამოძოებო მოქმედებები.
„ნურავის ექნება ილუზია, რომ მსხვერპლი, რომელიც მოჰყვა სპეცოპერაციას და მძინარე ბავშვებზე თავდასხმას ოჯახში, სადაც ფეხმძიმე და მოხუცი ადამიანები იყვნენ, ვინმეს შერჩება“, - აცხადებს ჭკადუა.
2004 წელს 24 მარტს სვანეთში, სოფელ ეწერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მამა-შვილი ევგენი და ომეხ აფრასიძეები მოკლეს. დაჭრეს ომეხის ერთი ძმა - გოჩა აფრასიძე.
მასალის გამოყენების პირობები






