საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე, არ შეიძლება ოკუპაციის დაკანონება
პოზიცია - 20:35, 24 Jan, 2013     1593



_ ბატონო თენგიზ, რამდენად სწორხაზოვანი და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯები აქვს ახალ ხელისუფლებას საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მალე და ეფექტურად მოხდეს ნატოში ინტეგრაცია?
_ დღეს საუბარი არ არის იმაზე, რომ დღეს და ხვალ გავწევრიანდებით. აქ საუბარია იმაზე, რომ ის ნაბიჯები, რაც იდგმება, რას ემსახურება და რამდენად სწორია. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ როდესაც საუბარია მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებაზე, მაგალითად იგივე რკინიგზაზე, საქართველოს საზოგადოებას არ უნდა ესმოდეს ერევნიდან.
_ ეს მანკიერი ტრადიცია ხომ აქამდეც არსებობდა, როცა ჩვენ ხშირად საერთაშორისო ტრიბუნიდან გვესმოდა ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებების შესახებ?
_ მე მახსოვს, როგორ მიმდინარეობა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განხილვა. მახსოვს როგორ მიმდინარეობდა ოკუპირებულ ტერიტორიებთან სახელმწიფო სტრატეგიის განხილვა. მეორე საკითხია რამდენად იქნა გათვალისწინებული ყველა შენიშვნა, მაგრამ რაღაც პროცესები არსებობდა. ახლა ამ პროცესზე უარი არ უნდა ითქვას. დღეს საერთო საჯარო განხილვაზე გამოდის ,მაგალითად, ისეთი საკითხი როგორიც არის პარლამენტის ადგილმდებარეობა. ბუნებრივია ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ სხვა საკითხებიც მნიშვნელოვანია. კონსულტაციების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება სწორი და ჩვენ მის ცუდი მაგალითი სულ ახლახანს გვქონდა ვგულისხმობ ყარსი- ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებულ შეხედულებებსა და პოზიციებს, რომლებიც ამ საკითხის მიმართ გამოითქვა, რის შემდეგაც, აზრბაიჯანში ვიზიტისას პრემიარს ბოდიშის მოხდა მოუხდა. პიროვნებამ კიარ მოიხადა ბოდიში, არამედ ქვეყანამ. იმ საკითხებთან, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის სტრატეგიულ პოლიტიკურ მომავალს საჭიროა მსჯელობა. როდესაც მე ვსაუბრობდი იმ ნაბიჯებზე, რომლების იდგმება ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებაში, მხედველობაში მქონდა ის, რომ ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ კინკლაობაში და უმჯობესი იქნება რეალურად პრობლემებს დავუთმოთ დრო, ამის მაგალითი კი ევროსაბჭოს ბოლო სესია იყო. კარგია ის, რომ საბოლოო ჯამში მხარეები მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ერთმანეთთან კინკლაობას ევროსაბჭოს ტრიბუნაზე სჯობდა, დამსხდარიყვნენ და რეზოლუციის ტექსტზე ემუშავათ. შეცდომებს მრავალი ფაქტორი განაპირობებს და მათგან თავის დაზღვევის საუკეთესო საშუალება წინასწარი კონსულტაციებია. ის განცხადება რომელიც იძლევა სხვადასხვა ინტერპრეტირების საშუალებას, რომელსაც მოჰყვება ამდენი კითხვის ნიშნები, სჯობს, სხვაგვარად გაკეთდეს, რომელიც ყოველგვარ გაუგებრობას გამორიცხავს.
_ ხელისუფლების ბოლოდროინდელი გაუთვლელი ნაბიჯები, თუნდაც გამუდმებული ბოდიშის მოხდები ამ ნაბიჯების წინასწარ გაუთვლელობის გამო, რაც საერთაშორისო დონეზე სასაუბრო თემა და განსჯის ობიექტი გახდა, გვაშორებს თუ არა ნატოს დაახლოების ნაცვლად?
_ რაც მეტ შეცდომას ვუშვებთ, უფრო მეტად გვირთულდება მიზნის მიღწევა. გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ შეცდომა არ დავუშვათ. შეიძლება ისწავლო საკუთარ შეცდომებზე, მაგრამ ჭკვიანი კაცი სწავლობს სხვის შეცდომებზე. ამიტომ არ გვჭირდება ველოსიპედის გამოგონება თავიდან. არსებობს თანამშრომლობის კარგად აპრობირებული მოდელი. შევხედოთ ჩვენს პარტნიორებს იმ სახელმწიფოებს რომელთაც გვინდა დავემსგავსოთ. საგარეო პოლიტიკა არ არის და არ უნდა იყოს ერთი ვიწრო ჯგუფის პრივილეგია. არსებობს პრაქტიკა საკითხების მომზადების, კონსულტაციების, მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობის, პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობის და ეს პრაქტიკა უნდა დაინერგოს. ამაზეა საუბარი, ევროატლანტიკური ინტეგრაცია მხოლოდ კლუბის წევრობის სურვილს არ ნიშნავს, არამედ ამ სივრცეში მიღებული თანამშრომლობისა და მმართველობის წესების დანერგვას გულისხმობს.
_ რატომ ხდება ასეთი წარუმატებელი ნაბიჯების გადადგმა იმ ფონზე, როცა ახალ ხელისუფლებას თავის რიგებში ბევრი ცნობილი და ავტორიტეტული დიპლომატი ჰყავს?
_ დიახ, ახალი ხელისუფლების რიგებში ძალიან ბევრი გამოცდილი დიპლომატია და ბევრი უაღრესად საპატივსაცემი პიროვნებაა გუნდში. მე არ ვიცი, ეს არის კომუნიკაციის ნაკლებობა თუ კიდევ რაღაც სხვა მიზეზია. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ გუნდს, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში ახლა, არ აქვს ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება. ამასაც სწავლა უნდა რაც უფრო დროზე ისწავლიან, უფრო კარგი იქნება. აქ არ არის მხოლოდ და მხოლოდ საუბარი პროფესიონალიზმზე , ხელისუფლებაში ყოფნა კიდევ სხვა რაღაცეებთან არის დაკავშირებული მათ შორის კარგ მენეჯერობასთან. ასეთი კადრები მოსაფრთხილებელია. ნიკა ვაშაკიძე არის ის პიროვნება რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანაში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის დანაკარგი, როგორც მინიმუმ ძალიან სამწუხარო. საუბარი სწორედ იმაზეა და ჩვენი მიმართვაც იმას ემსახურებოდა რომ თანამშრომლობის მექანიზმები ამუშავდეს. ნატოსკენ სიარული- ეს არა არის რომელიმე მთავრობის აკვიატებული იდეა, ეს არც ნაციონალების იდეა არ არის. ჩვენ ნატოსთან 1992 წლიდან ვთანამშრომლობთ და გადავხედოთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ნატოსკენ გადაიდგა 90-იან წლებში. თანამშრომლობა თანდათან ღრმავდებოდა ბოლო წლებში ინტენსიური ხასიათი შეიძინა. ჩვენ საკმაოდ სერიოზული გზა გავიარეთ და ეს ძალიან რთული არჩევანი იყო. მე მახსოვს როგორ კეთდებოდა ეს არჩევანი, როგორ იდგმებოდა პირველი ნაბიჯები, და მახსოვს ისიც, რომ ძალიან ძნელი გზა იყო და ძალიან ძვირად დაუჯდა საქართველოს. მაგრამ ეს არის საქართველოს საზოგადოების და მოსახლეობის არჩევანი. ჩვენ ნატოსკენ იმიტომ კი არ მივდივართ, რომ იქ ვიღაცა მოგვწონს ან არ მოგვწონს, უბრალოდ იმ ტიპის სახელმწიფოს შექმნა გვინდა და იმ იდეალების მატარებლები ვართ. თუკი ევროატლანტუკურ ღირებულებებს იზიარებ, მაშინ ამ სივრცის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდე, სხვა გზა არ არსებობს . მე მჯერა იმის, რომ საქართველო არის ამ იდეალების მატარებელი, ამიტომ მე მჯერა, რომ საქართველო სწორედ ამ მიმართულებით ივლის.
_ არის თუ არა ჩვენთვის სომხური მოდელი მისაღები?
_ სომხეთი არ არის ის მაგალითი, რომელიც ამ შემთხვევაშ მისაღებია, მისაღებია ბალტიის ქვეყნების მაგალითი, რომელთაც მართლაც მოახერხეს ნატოში შესვლა და აქ შესვლით მოახერხეს რუსეთთან საზღვრის პრობლემის მოგვარება. ლიტვაც, ესტონეთიც და ლატვიაც ისე შევიდა ნატოში და ისე გახდა ევროკავშირის წევრი, რომ სერიოზული საზღვრის პრობლემები ჰქონდათ რუსეთის ფედერაციასთან. 2004-ში გახდა მაგალითად ლატვია ნატოს წევრი და 2007 წელს მოაწერა ხელი საზღვრის ხელშეკრულებას რუსეთთან და აქედან გამომდინარე, ეს მოდელი სწორედაც რომ წარმატებულია. თუ ამ გზით ვივლით, კარგად დავინახავთ, რომ რუსეთთან პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა ჩვენნაირი სახელმწიფოსთვის არის სწორად ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება.
_ რაზე ვსაუბრობთ, ან ვვაჭრობთ რუსეთთან?
_ რუსეთთან საუბარი რთული თემაა. საქართველოს გაცხადებული სურვილი იყო, რომ მზად ვართ დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. პირველი რიგში, ამ მოლაპარაკებებით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ არ გავბივართ და მზად ვართ მშვიდობიანი გზებით ვეძებოთ გამოსავალი იმ სიტუაციიდან, რა სიტუაციაშიც დღეს ვართ. ეს ნაბიჯი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დიდ კონსტრუქციულ იმიჯს უქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერისათვის და ჩვენი მეგობრების ფართო ჩართულობისთვის ამ პროცესში. შერეული იქნა, სამი, ნაკლებად მტკივნეული თემა. სიმართლე გითხრათ მე დიდი მოლოდინები არ მაქვს, თუ იდეალურ შემთხვევაში მხარეები არიან ნამდვილად კეთლლსინდისიერი მომლაპარაკებლები და დაინტერესებულნი არიან ურთიერთობის გაუმჯობესებით, მაშინ მოქმედებს ფორმულა მარტივიდან რთულისაკენ. პრობლემების გადაწყვეტა უნდა დავიწყოთ შედარებით მარტივი საკითხებით და შემდეგ ნელ-ნელა უნდა წავიწიოთ წინ რთულ საკითხებამდე. თუ რომელიმე მხარე არის არაკეთილსინდიისიერი მომლაპარაკებელი, მაშინ ეცდება ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები გაართულოს, გაწელოს გადაწყვეტილების მიღება რომ მთავარი საკითხებამდე მისვლა ვეღარ მოხერხდეს. საქართველოს მიმართ რუსეთის ხედვა და სტრატეგიული ინტერესები არ შეცვლილა. კარგად უნდა გავთვალოთ ყველაფერი და ვეცადოთ, რომ ყველაფერი წავიდეს ჩვენი დღის წესრიგის მიხედვით.
_ რაც შეეხება მიღებულ რეზოლუციას, რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ?
_ ის რეზოლუცია რაც მიიღო ევრო საბჭომ ძალიან კარგია, მაგრამ ის შესაცვალი რაც ამ პერიოდს წინ უძღოდა იყო ძალიან ცუდი. რეზოლუციის ტექსტის მომზადება, ეს უხეშად რომ ვთქვათ, საშინაო დავალებაა და სახლში უნდა მოაგვარო. ევროსაბჭოს ტრიბუნა ერთმანეთსი საკამათო ადგილი არ არის იქ სხვას უნდა ეკამათო. ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე დელეგაციას გამგზავრებამდე უნდა ჰქონდეს შეჯერებული პოზიცია. ნაბიჯები რასაც ჩვენ ვდგამთ, უნდა ემსახურებდეს იმ მიზანს, რასაც ჰქვია ქვეყნის კეთილდღეობა. ჩვენ კი უცხოეთის ტრიბუნას ხშირად ვიყენებთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ, ვინ უფრო კარგი ბიჭია. სწორედ ეს კინკლაობაა მთავარი უბედურება. ამიტომ რაც არ უნდა ბევრი ვიძახოთ, რომ დასავლეთისაკენ მივდივართ, თუ არსებული ბერკეტები სწორედ არ გამოიყენე და დაკარგე სწორედ იმ მთავარ მიზანს შეექმნება საფრთხე და დავრჩებით ერთმანეთის კინკლაობაში მყოფი სახელმწიფო, რომელიც არანაირად არ ჯდება იმ სტანდარტში, რა სტანდარტებთანაც გვინდა მისვლა. ,,ოკუპაცია“ არ არის მხოლოდ ტერმინი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იმიტომ, რომ ესაა არსებული ვითარების სამართლებრივი შეფასება. საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე არ შეიძლება ოკუპაციის დაკანონება. თუ საკუთარ პრობლემაზე, ტერიტორიების ოკუპაციაზე შენ არ იყვირე საზღვარგარეთ, დამიჯერეთ, უცხოელებს იმაზე გაცილებით მეტი პრობლემები აქვთ, ვიდრე საქართველოა, და დიდი სიამოვნებით დაისვენებენ „ზედმეტი“ თავისტკივილისაგან. ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.
აქაც „ ველოსიპედი“ გამოსაგონებელი არ არის. არსებობს ძალიან კარგი მოდელები და გამოცდილება ჩვენი მეგობარი ქვეყნების, რომლებიც უკვე არიან ალიანსშიც და ევროკავშირშიც. არ უნდა ეშინოდეს ხელისუფლებასა და მტავრობას თანამშრომლობის საკუთარ საზოგადოებასთან და არ უნდა ეშინოდეს მათი მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულების. თუ კომუნიკაცია საზოგადოებასთან შედგა და საერთო მასშტაბური ჩართულობა მოხდა დამიჯერეთ მაშინ ყველა პრობლემის გასაღები ნაპოვნი იქნება. მეტი კომუნიკაცია, გახსნილობა და დემოკრატიაა მთავარია ევროატლანტიკური კურსისთვის.
_ და ბოლოდ, რამდენად საშიში სიგნალია ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენება. ხომ არ ემხრობით იმ ვერსიას, რომ მასსა და პრემიერს შორის სწორედ საგარეო კურსთან დაკავშირებით წარმოიქმნა უთანხმოება?
_ ალასანიასთან დაკავშირებით მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, ის რომ ირაკლი ალასანიასნაირი მკვეთრადგამოხატული პროდასავლური პოლიტიკოსის უფლებების შეკვეცა არის ძალიან სამწუხარო, რაც შეეხება დანარჩენს, ჩემთვის კიდევ უფრო სამწუხაროა ის ხმები, რომლებიც ამ თემამ გამოიწვია. შიდაპარტიული კინკლაობა, გარჩევები და უთანხმოება უნდა დარჩეს შიგნით. ეს ყველაფერი კი იქცა ძალიან ცუდ ტონად და ეს ძალიან ცუდ ხაზად მიჰყვება ჩვენს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ჩვენ ძალიან დიდ დროს ვკარგავთ უაზრო კინკლაობაზე, მაშინ, როდესაც სერიოზული პრობლემები განზე გვრჩება და კიდევ უფრო მწვავდება ჩვენი უყურადღებობის გამო.


ჟანა ასანიძე
სპეციალურად ნიუპოსტისთვის



 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42