გოგლა ჟვანიას კომენტარი ზურაბ ჟვანიას თელავში მკვლელობის ვერსიაზე
სამართალი - 14:53, 03 Feb, 2015     7833

დეპუტატ გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე უახლოეს პერიოდში გაიხსნება.

ამის შესახებ გოგლა ჟვანიამ ძმის საფლავზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"პროკურატურა აკეთებს ყველაფერს რაც შესაძლებელია. მე უწყებასთან მუდმივ კონტაქტზე ვარ და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრი მტკიცებულებაა მოგროვებული. უკვე თვალსაჩინო ხდება საზოგადოებისთვის დანაშაულის ჩამდენი მხარე. უკვე ირიბად თუ პირდაპირ იწყება აღიარება იმის, რომ ცხედრებზე დაზიანებები იყო და ცხედრების გადაადგილება მოხდა. ახლა ცდილობენ ეს, რაღაც ფანტასტიკურ ვერსიებში შეფუთონ. ეს, რა თქმა უნდა, გარემოებებს არ შეცვლის მითუმეტეს, რომ მტკიცებულებები ბევრია და არის წინაპირობა, რომ ეს ფანტასტიკური ვერსია გასკდეს საპნის ბუშტივით", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

ის ასევე ადასტურებს, რომ ზურაბ ჟვანიას ერთ-ერთი რეგიონში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მთავარ პროკურატურას აქვს.

„მსგავსი ინფორმაციები პროკურატურაში შესულია და ხდება მათი გადამოწმება", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლემ პატიმრის მიერ მისთვის გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, რომელშიც მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ ზურაბ ჟვანია თელავში მოკლეს. პატიმარი თეიმურაზ გვარაძე აცხადებს, რომ ის ჟვანიას და უსუპოვის მკვლელობის მოწმეა.

გვარაძის განცხადებით, მკვლელობა კახეთში, თელავის რაიონის ერთ-ერთ ოჯახში მოხდა. მისი თქმით, მას ვიდეოჩანაწერიც აქვს, რომელიც კბილაშვილს გაუგზავნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42