დღეს ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილე აღინიშნება
სპორტი - 12:40, 03 Feb, 2015     3298
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შოთა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, საღამოს 7 საათზე, საიუბილეო საღამო გაიმართება. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ევროპაში მოღვაწე ქართველი მსახიობი რევაზ ჩხიკვიშვილი ეწვევა, რომელიც საღამოს წარუძღვება. მის გარდა ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ნატო მეტონიძე, ეკა მამალაძე, დავით მაზანაშვილი, გია ჭირაქაძე და ანსამბლი „დიელო”. იქვე გაიმართება ფოტოგამოფენა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული წიგნის – „ბორის პაიჭაძე – 100″ პრეზენტაცია.
საიუბილეო საღამოს ბორის პაიჭაძის ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები, ოფიციალური პირები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, თბილისის და ფოთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
ბორის პაიჭაძე 1915 წლის 3 თებერვალს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ოჭინკეთში დაიბადა. 1936-1951 წლებში ის თბილისის „დინამოს” თავდამსხმელი გახლდათ, 1953-1954 წლებში კი – გუნდის მთავარი მწვრთნელი. 1939 და 1940 წლებში ბორის პაიჭაძე სსრკ ჩემპიონატის ვერცხლის, 1936, 1946 და 1947 წლებში კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. თბილისის „დინამოს” მაისურით სამჯერ ითამაშა საკავშირო თასის ფინალში. 1944 წელს ბორის პაიჭაძეს სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა, 1941 წელს – ღირსების, ხოლო 1957 წელს შრომის წითელი დროშის ორდენებით დაჯილდოვდა.
ლეგენდარული ფეხბურთელი 1990 წლის 9 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა. 1991 წელს ეროვნულ სტადიონს მისი სახელი მიენიჭა, ხოლო 2001 წლის 26 მარტს, სპეციალურმა კომისიამ ბორის პაიჭაძე საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42