ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი უკრაინაში მებრძოლ ჩეჩნებს ბრძოლის „დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ“ მოუწოდებს.
ამის შესახებ განცხადება, კადიროვმა ინსტაგრამის გვერდზე გააკეთა.
„მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, შეწყვიტონ უკრაინის მხარეს ბრძოლა. ისინი ამ ავანტიურაში მოტყუებით გაეხვნენ“- წერს კადიროვი.
ჩეჩნეთის პრეზიდენტი, „ჯოხარ დუდაევის საერთაშორისო სამშვიდობო ბატალიონის“ ლიდერის, ისა მუნაევის სიკვდილსაც გამოეხმაურა და მას ამერიკის უშიშროების სამსახურის აგენტი უწოდა.
მუნაევი წლების განმავლობაში საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის კრემლის იმპერიული ძალის წინააღმდეგ იბრძოდა . ერთი წლის წინ, ჩეჩენი მებრძოლი დანიიდან ჩამოვიდა, ბატალიონი შექმნა და პრორუსული სეპარატისტების წინააღმდეგ საბრძლველად უკრაინაში წავიდა. წინასწარი ვერსიით, ის დელბაცევოში "ბოევიკებთან "ერთ-ერთი შეტაკებისას დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






