უსუპოვის გვამი ხელიდან გაგვივარდა, ტანსაცმელი ალბათ ამ მომენტში დაესვარა- მიხეილ ძაძამია
სამართალი - 19:41, 02 Feb, 2015     5729
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას ეპიზოდზე, საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარემ დღეს ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დაკითხა.

ძაძამიამ ჩვენების დროს დაადასტურა, რომ რაულ უსუპოვის ცხედარი მან და ჟვანიას დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ შემთხვევის ადგილიდან გაიტანეს, თუმცა მისივე თქმით, ცხედარი ბინაში უკან დააბრუნეს. ძაძამიას ინფორმაციით, მან ზურაბ ჟვანიას ცხედარზე მხოლოდ ტუჩის არეში მცირედი დაზიანება შენიშნა, რაც მისივე თქმით, ხელოვნური სუნთქვის შედეგი იყო.

„არანაირი გარეგნული დაზიანება არ ჰქონდა, გარდა მცირედი ნაჩხაპნისა ტუჩის არეში. შემდეგ გავიგე, რომ კობას ხელოვნური სუნთქვის ჩატარება უცდია და სწორედ ამის მიზეზი იყო ეს მცირედი დაზიანება.

სისხლის კვალიც არ ყოფილა ადგილზე. მე და კობამ გადავწყვიტეთ, სიტუაციიდან თავის გარიდების მიზნით, რაულ უსუპოვის ცხედარი ბინიდან გაგვეტანა. გამოვიტანეთ, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრეთ და მისი უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ. ერთ მომენტში გვამი ხელიდან გაგვივარდა კიდეც და უსუპოვს ტანსაცმელი ალბათ, სწორედ ამ მომენტში დაესვარა,“ - განაცხადა ხარშილაძემ.
რაც შეეხება იმას, რატომ არ იყო აქამდე ცნობილი ის გარემოება, რომ უსუპოვის ცხედარი ბინიდან გაიტანეს და შემდეგ ისევ შეიტანეს. როგორც ძაძამიას ადვოკატმა გელა ქენქაძემ აღნიშნა, აქამდე, აღნიშნული კითხვა არ დასმულა და შესაბამისად, ამ გარემოების შესახებ ცნობილი სწორედ ამიტომ არ იყო.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42