საბაჟო კომიტეტის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელის ულვი ზულფუგაროვის თქმით, საქართველოში სხვა სატვირთო დააკავეს, რომელსაც ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ევგენი გორგაძე მართავდა. გამოძიების ცნობით, გორგაძე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ინციდენტამდე რამდენიმე კვირით ადრე იმყოფებოდა და მაშინ მერსედესის მარკის ავტომანქანას მართავდა, თხევადი ჰეროინი კი DAF-ის მარკის სატვირთოში აღმოჩნდა. "ასე რომ, მანქანა, რომელმაც აზერბაიჯანზე გაიარა და ავტომანქანა, რომელიც ბათუმში იქნა დაკავებული, სხვადასხვა სატრასპორტო საშუალებაა და შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ნარკოტიკებით დატვირთულმა მანქანამ აზერბაიჯანზე გაიარა, უსაფუძვლოა,” - აცხადებს ზულფუგაროვი.
ჰეროინის საქმეზე დაკავებული მძღოლი გელა ცეცხლაძის განცხადებით კი ავტომანქანა ნამდვილად აზერბაიჯანის ტერიტორიიდან მოხვდა საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები






