ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული დავით ალელიშვილი შსს-დან გუშინ გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ალელიშვილის ადვოკატმა დარეჯან გილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ალელიშვილი სპეცრაზმის თანამშრომელი იყო და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება მას გუშინ დააწერინეს. როგორც გილაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვშ მყოფი ბრალდებებს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ გრძნობს.
"ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე მთავარი პროკურატურის მიერ გახსნილია.
„ხსენებულ საქმეზე, პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით დაკავებულ იქნა 11 პირი:
შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა;
შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე;
შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე;
შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი;
სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.
ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






