ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ფრანგულ რედაქცია Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტზე საუბრობს და რუსეთის პოლიტიკას აკრიტიკებს.
„ნატოს მიზანი რუსეთთან კოფრონტაცია არ არის. მაგრამ თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს, ნდობას, საერთაშორისო ვალდებულებებისა და საზღვრების პატივისცემას. რუსეთი კი მეზობელი ქვეყნების უფლებებსა და საზღვრებს არღვევს“- განაცხადა სტოლტენბერგმა.
„მაშინ, როდესაც ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, რუსეთი სამხედრო დონის ამაღლებაზე მუშაობს და ცდილობს ყველას გვანახოს, რომ ათიათასობით სამხედროს გადაადგილება სწრაფად და ეფექტურად შეუძლია. ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ისინი მზად არიან თავიანთი ძალა მეზობლების ანექსიისა და ვითარების დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ თავდაცვითი ხასიათისაა. ეს ჩვეულებრივი რეაქციაა, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზე" - ამბობს სტოლტენბერგი.
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, სეპარატისტები წინსვლას რუსეთის დახმარების გარეშე ვერ შეძლებენ. „ ბოლო კვირების განმავლობაში დავინახეთ „ბოევიკების“ სამხედრო ტექნიკის, იარაღის, ტანკების, დახვეწილი საჰაერო თავდაცვითი სისტემების მნიშნელოვანი ზრდა, რომ არაფერი ვთქვათ ჯარის რიგების შევსებაზე.“
კითხვაზე, უზრუნველყოფენ თუ არა მოკავშირეები უკრაინას იარაღით, სტოლტენბერგმა უპასუხა: „ ნატოს აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური როლი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ. ჩვენ შევქმენით 5 ფონდი, რომელიც უკრაინას თავდაცვის სისტემების მოდენრიზაციაში დაეხმარება. მაგრამ თავად ნატოს იარაღი არ გააჩნია. ეს კითხვა, ნატოს წევრ სახელმწიფოს უნდა დაუსვათ“- აღნიშა გენერალურმა მდივანმა.
მასალის გამოყენების პირობები






