ე.წ კორტების სპეცოპერაციის დროს საკონტროლო გასროლები გიორგი ცააძემ განახორციელა- პროკურატურა
სამართალი - 15:45, 02 Feb, 2015     1781
მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, საკონტროლო გასროლები ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით, ე.წ კორტების სპეცოპერაციის დროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ცააძემ განახორციელა.

ამის შესახებ პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც 2006 წლის ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოცხადდა.

„ინტენსიური სროლის შეწყვეტისთანავე, ე.წ. „სპეცოპერაციის“ მონაწილე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ცააძე, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ირაკლი ფირცხალვას მიერ ორგანიზებული დანაშაულის დაფარვის, თვითმხილველი მოწმეების განადგურების და წარმატებული ოპერაციის დასრულებაში დარწუნების მიზნით, მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები, სალონის წინა ნაწილში მჯდომი ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით“,- აცხადებს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ვაზაგაშვილის ავტომანქანის მიმართულებით ასზე მეტი გასროლა მოხდა, მათივე ცნობით, ზურაბ ვაზაგაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 8 ცეცხლსასროლი ჭრილობა; ალექსანდრე ხუბულოვს კი, 9 ცეცხსასროლი ჭრილობა; მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა ასევე ბონდო ფუთურიძესაც.

„მიყენებული ჭრილობების შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ადგილზევე გარდაიცვალნენ, ხოლო ბონდო ფუთურიძემ მიიღო სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება“,- განაცხადეს პროკურატურაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42