„კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა ოთარ მირზოევმაც და ე.წ კორტების სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა:
"წინადღეს ხელმძღვანელმა დამირეკა, დილით ადრე უნდა მოხვიდე სამსახურში, ვინაიდან დამნაშავეთა ასაყვანი ღონისძიების ჩატარებას ვაპირებთო. როდესაც ობიექტზე მივედი, შევიტყვე, რომ ეს ჯგუფი ერთ-ერთ მისამართზე საყაჩაღოდ უნდა მისულიყო. ამ ღონისძიებას სხვა განყოფილება ატარებდა და ვინაიდან დამხმარე განყოფილება ვიყავით,
ზუსტად არც ვიცოდით, ვისთან და რასთან გვქონდა საქმე. იმხანად ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცებასთან ბრძოლის განყოფილების ინსპექტორად ვმუშაობდი. სპეცოპერაციაში დაახლოებით 150 პოლიციელი მონაწილეობდა. თრილერებში რომ გინახავთ სროლა, ისეთი სიტუაცია იყო კორტებთან. წამებში ხდებოდა ყველაფერი. ერთადერთი, რაც შევნიშნე, ის იყო, რომ პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ბიჭების დასაკავებლად მიდიოდა, მათმა მანქანამ დაარტყა და წაიქცა. გაელვებასავით დავინახე, მანქანის მინა რომ გაიბზარა. ამ დროს რაციაზე ფირცხალავას ხმა გაისმა, - "გვესროლეს, დააცადეთ სპეცრაზმს!" - და დაიწყო საშინელი სროლა ორივე მხრიდან…
პირველმა ვინ ისროლადა საიდან არ დამინახავს. მხოლოდ ის დავინახე, რომ ვაზაგაშვილის მანქანის გვერდითა მინა გაიბზარა. ჩვენ მარჯვენა მხარეს ვიყავით და იქიდან მიდიოდა სროლა.
ერთი ტყვიაც არ მისვრია. შვილების სიცოცხლეს ვფიცავ. ვაზაგაშვილების გულისთვის შვილებს არ დავიფიცებ... მე ჩემი ხელმძღვანელობის ბრძანებას ვასრულებდი- შემთხვევის ადგილს ვიცავდი.“- აცხადებს მირზოევი.
მასალის გამოყენების პირობები






