ეს ფაქტი დღემდე არ გახმაურებულა...
საზოგადოება - 17:33, 24 Jan, 2013     1669
დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ირაკლი წერეთელს უკავშირდება.

,,2004 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მუშაობდა  ირაკლი წერეთელი. იმ პერიოდში დეპარტამენტის გვერდით, მე–5 საპყრობილეში იჯდა ყველასათვის ცნობილი კრიმინალი ვატო ყიფიანი. საპყრობილის დირექტორი იყო ვინმე გოჩა ალფაიძე, ირაკლი წერეთელის მეგობარი.  ერთ მშვენიერ დღეს მე–5 საპყრობილის ერთ–ერთმა თანამშრომელმა მეგობრულად შემომჩივლა, იქ მუშაობა აღარ შეიძლებაო, უნდა წამოვიდე იქედანო. მე გამოვკითხე, რა ხდება-მეთქი. მან მიპასუხა, გუშინ ვატო ყიფიანი იპარებოდა ციხიდან და შემთხვევით გადავრჩითო.  იპარებოდა კი არა და მგონი აპარებდნენო.  საქმე იყო ასე: დირექტორმა ალფაიძემ მორიგეს მოსთხოვა, რომ ვატო ყიფიანი მასთან აეყვანათ კაბინეტში. დაახლოებით 2 საათის შემდეგ დირექტორის კაბინეტიდან გამოდის ვატო ყიფიანი დირექტორის ფორმის ბუშლატში და ქუდში გადაცმული. ის გაემართა  გასავლელისაკენ ე.წ. ვახტისაკენ და მორიგეს დაუძახა დროზე გამიღეო. ციხის ვახტას მაშინ ქონდა 3 კარი. 1 და 3 კარებიდან შემოსულებს აკვირდებოდა მორიგე და ამის შემდეგ უშვებდა შუა კარებში საბუთების მისაღებად ან გასაცემად. ბედის ირონიით მოხდა ისე,  რომ როდესაც ვატო ყიფიანი მიუახლოვდა ვახტის კარებს, ის შენიშნა შორიდან ერთ–ერთმა ციხის ძველმა თანამშრომელმა ბადრიმ და ისიც წავიდა ვახტისაკენ. როდესაც ვახტიორმა მე–3 კარი გააღო და ვატო შეუშვა, ბადრიმ ვახტიორს უკნიდან ხელით ანიშნა განგაში. ვახტიორმა კითხა ვატოს - გვრი, სახელიო, ფორმაში გამოწყობილმა ყიფიანმა მას უპასუხა,  ირაკლი ვარ წერეთელი, თავმჯდომარის მოადგილე, ვერ მიცანიო. ვახტიორი არ შეშინდა და ატეხა განგაში ვახტაზე. ამის შემდეგ ვატომ იყვირა კარგი ბიჭო ვიხუმრეო და იქ მყოფ თანამშრომლებს სასწრაფოდ წააყვანინა თავი საკანში. ბუშლატი და ქუდი კი იქვე დაყარა. ეს ამბავი იმ დღეს ციხეშივე დაიმალა და იფორმაცია გარეთ არ გამოსულა. დეპარტამენტის თავმჯდომარემ შოთა კოპაძემ ამის შესახებ გაიგო მესამე დღეს და ოპერატიულ სამსახურს აღნიშნულის მოკვლევა დაავალა. მოკვლევის შედეგად ფაქტი მთლიანად დადასტურდა და დამატებით გამოვლინდა ისიც, რომ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი წერეთელი, ამ ფაქტამდე ორი დღით ადრე, ოთხი დღით დაეთხოვა სამსახურიდან თავმჯდომარეს, თითქოსდა ოჯახური პირობების გამო. რეალურად კი იგი ვატო ყიფიანის გაქცევის მცდელობის დროს დილიდან იჯდა მე–5 საპყრობილეში დირექტორის კაბინეტში, მათ შორის ვატო ყიფიანის დირექტორის კაბინეტში ყოფნის დროსაც, რაც დადასტურდა იმ დღეს საპყრობილეში მომუშავე თანამშრომელთა ჩვენებებიდან. ეს საქმე მაშინ ჩაიფარცხა, რადგან არავის არ აწყობდა ზედმეტი აჟიოტაჟი სისტემის ირგვლივ და შემოიფარგლენ იმით, რომ ირაკლი წერეთელს და გოჩა ალფაიძეს დაატოვებინეს თანამდებობები’’- წერს თეა თუთბერიძე და საქმის რეალურ მოწმებსაც უთითებს.

 

საქმის რეალური მოწმეები არიან:

1. ბადრი ზაქარეიშვილი

2. ვახტის მორიგე (სახელი და გვარი არ მახსოვს)

3. შოთა კოპაძე (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმდნოინდელი უფროსი)

4. ტარიელ ცქვიტინიძე

5. თამაზ მელაძე

6. ვახტანგ ოსიტაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42