ირაკლი ფირცხალავას დაკავებას "სამართალდამცავთა დაცვის ლიგაში“ პოლიტიკურ დაკავებად აფასებენ.
ლიგის წევრი ზაზა ჭაია აცხადებს, რომ ფირცხალავას და მისი თანამოაზრეების დაკავება პოლიტიკური დაკავების შედეგია.
„ეს გახლავთ პოლიტიკური დაკავებები, საქმე გამოსულია სამართლებრივი სივრიცდან და გადასულია პოლიტიკურ სივრცეში და რატომ? პოლიტიკოსებმა და სახელმწიფო მოხელეებმა წინმსწრებად პროკურატურას განუცხადეს სამუშაო ვერსია, გამოუცხადეს დასაპატიმრებელ პოლიციელთა სახელები და გვარები და თქვენ წარმოუდგინეთ, დაუდგინეს დაკავებების ვადებიც“, - განაცხადა ჭაიამ.
ჯერჯერობით ფირცხალავას დაკავების ფაქტს პროკურატურაში არ ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, ფირცხალავასთან ერთად დაკავებულია შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი, ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური, კობა ნაკანი.
მასალის გამოყენების პირობები






