ბევრჯერ მიფიქრია ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე, რომ სიმართლე მეთქვა- ოთარ მირზოევი
სამართალი - 11:02, 02 Feb, 2015     4605
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ოთარ მირზოევი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტის შეფასებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ მკვლელობის დღეს სამსახურში იმყოფებოდა.

როგორც მირზოევი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, ნანობს, რომ მკვლელობამდე თანამდებობა არ დატოვა.

„ისიც კი არ ვიცოდი ზურაბ ვაზაგაშვილი კასპში რომ იყო დასაფლავებული. ვნანობ, სანამ იური ვაზაგაშვილი დაიღუპებოდა, მანამდე რატომ არ წავედი თანამდებობიდან. სალაპარაკო არ გახდებოდა, რომ მაღალ თანამდებობაზე ვიყავი. არსად მივდივარ. თუ საჭიროდ ჩათვლიან და დანაშაულს დამიმტკიცებენ, დამაკავონ. მე ის ვიცი, რომ არაფერი დამიშავებია“, - განაცხადა ოთარ მირზოევმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე შს მაშინდელ მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს შეხვდა, რომელსაც მირზოევის განცხადებით, ყველაფერი მოუყვა. თავის მხრივ, ჭიკაიძემ თანამდებობაზე დარჩენა და გამოძიების დასრულებაზე დალოდება შესთავაზა.

„ჭიკაიძე თავმოყვარე კაცია და თანამდებობიდან წასვლით სწორი ნაბიჯი გადადგა. ნეტავ მაგისთანა წესიერი ადამიანი ბევრი იყოს. იმედი მაქვს, რომ მამა-შვილის საქმე გაიხსნება. ბევრჯერ მიფიქრია ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე, რომ სიმართლე მეთქვა, მაგრამ კოლეგები იკავებდნენ თავს, მეუბნებოდნენ, არ შეიძლება ჩვენგან არ გამოვაო“, - აცხადებს ოთარ მირზოევი.

ამასთან, მისივე მტკიცებით, ის ე.წ. კორტების სპეცოპერაციისას შემთხვევის ადგილს იცავდა და მას ზურაბ ვაზაგაშვილის მიმართულებით არ უსვრია.

„იური ვაზაგაშვილი თავიდან ამბობდა ჩემზე, მკვლელიაო, მერე თქვა, მკვლელობის მონაწილეა და ჩემს შვილს დალაქიშვილმა ესროლაო. რამდენიმე დღის წინ კი, წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ვაზაგაშვილი ამბობს, პირველად მირზოევმა გაისროლაო, რაც აბსურდია“, - აღნიშნა მირზოევმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42