,,ქმარი წამართვეს... მე მიყვარს ჯუდუ ქაჯაია“ - სიყვარულის გამო დაპატიმრებული
სამართალი - 23:34, 31 Jan, 2015     11714
ახალგაზრდა მამაკაცმა გოგონდა დაოჯახების მიზნით წაიყვანა, რის გამოც მას ბრალს გატაცებისთვის უყენებენ, გოგონა, რომელიც სრულწლოვანია, ამბობს, რომ ეს არ იყო გატაცება და მისი ნებით გაჰყვა. გოგონას მამა ამტკიცებს, რომ პროკურატურამ მასზე ზეწოლა მოახდინა სასურველი ჩვენების მისაღებად.

,,მე მიყვარს ჯუდუ ქაჯაია და მინდა, რომ მის გვერდით ვიყო მთელი ცხოვრება“ - აცხადებს მზია ვანაძე.

ჯუდუს და მზიას სიყვარულის ისტორია რამდენიმე წლის წის დაიწყო, თუმცა ჯუდუს ბრალად მზიას უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა ედება და შესაძლოა ამისთვის პატიმრობა მიესაჯოს.

ჯუდუ ქაჯაია, ძმასთან და მეგობრებთან ერთად, 27 იანვარს სოფელ ბაილეთში დააპატიმრეს. მას შეყვარებული გოგონას გატაცება ედება ბრალად, რომელიც, მისი მტკიცებით, მეზობელ სოფელში მასზე დაქორწინების მიზნით წაიყვანა. სოფელში ჩასულები კი პოლიციამ ადგილზე დააკავა.

დაკავება გოგონას მამის შეტყობინების საფუძველზე მოხდა. სულიკო ვანაძე პოლიციის გამოძახებას ადასტურებს, თუმცა სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, ჯუდუ ქაჯაიას და მისი მეგობრების დასჯა მისი სურვილი არ არის. ,,მე მათ არ ვუჩიოდი, მაგრამ მერე იყო სიტყვიერი ზეწოლა, რომ რას ქვია არ უჩივლებ... ჩემი პოზიციაა, რომ არ იქნას დასჯილი“.

დაცვის მხარის მტკიცებით, სულიკო ვანაძის მიმართ ზეწოლის შედეგად მიცემული ჩვენება საქმეში ერთადერთი მტკიცებულებაა, რომლის საფუძველზეც პროკურატურა ბრალდებულებისთვის 10-წლიან სასჯელს ითხოვს.

ბრალდების მხარე კი ამტკიცებს, რომ ქაჯაიამ შეყვარებული წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად მაინც გაიტაცა.

ამ ვერსიას არ ადასტურებს თავად მზია ვანაძე, რომლის ერთადერთი მოთხოვნა ქმრის გათავისუფლებაა. ,,ჩემი ქმარი წამართვეს და არ მიბრუნებენ, ყველას მინდა ვთხოვო რომ გაათავისუფლონ, მე გატაცებას არ ვუწოდებ, რაც მოხდა“ - ამბობს მზია.

მზია ვანაძე ამ დროისთვის ჯუდუ ქაჯაიას ოჯახში ცხოვრობს.

აღმკვეთი ღონისძიების სახით თითოეულ ბრალდებულს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 9000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ბრალდებულების ოჯახი აცხადებს, რომ თანხის გადახდას ვერ შეძლებს.

,,ამათ უნდათ რომ ქულები დაიწერონ, დაიჭირეს გეგონება რეციდივისტები იყვნენ“ - აცხადებს ჯუდუს მამა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალში არ დარჩება, ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მზია ვანაძე ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქმრის დაბრუნების მოთხოვნით, ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავს.

Rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42