მე-20 საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი მსახიობი ფაინა რანევსკაია, სამსახიობო ნიჭის გარდა ცნობილი იყო თავისი იუმორით
ფაინას ენამახვილობაზე ლეგენდები დადიოდა და დადის. მისი პრაქტიკულად ყველა ფრაზა უმალ „ფრთიანდებოდა"
*ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ ის დიეტებზე, ცუდ ხასიათზე და ძუნწ მამაკაცებზე დახარჯო;
*ყველა წუწუნებს საკუთარ გარეგნობაზე, გონებრივ შესაძლებლობებზე – არავინ
*ფაინას ჰკითხეს: – რა არის ყველზე რთული თქვენს ცხოვრებაში?
–ოო, ყველაზე რთულ რამეს მე საუზმემდე ვაგვარებ–უპასუხა მან
–და რა არის ეს?
–დილით ლოგინიდან ადგომა
*ოპტიზმი – არასაკმარისი ინფორმაციაა
*ოჯახი ყველაფერს ანაცვლებს. ამიტომ, სანამ მას შექმნი, უნდა გადაწყვიტო, რა გირჩევნია – ოჯახი თუ ყველაფერი;
*თუ ქალი თავჩაქინდრული დადის, მას საყვარელი ჰყავს. თუ ქალი ამაყად თავაწეული მიდის – მას საყვარელი ჰყავს. თუ ქალს თავი სწორად უჭირავს – მას საყვარელი ჰყავს. და საერთოდაც, თუ ქალს თავი აბია, მას საყვარელი ჰყავს.
*პენსიაზე რომ გავალ, არაფერს არ გავაკეთებ, საერთოდ არაფერს, პირველი რამდენიმე თვე უბრალოდ ჩავჯდები სარწეველა სავარძელში
–მერე რაღას იზამთ?
–მერე სავარძლის რწევას დავიწყებ…




მასალის გამოყენების პირობები






