მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება საწყის ეტაპზეა. ამის შესახებ მან „ტელეიმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
როგორც შოთაძემ აღნიშნა, ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში, პროკურატურის ნებისმიერი თანამშრომლის იმედია, რომ საქმე გაიხსნება.
„იური ვაზაგაშვილის საქმე საწყის ეტაპზეა. ამ ეტაპზე, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, მე პირადად და იმ საგამოძიებო გუნდს, რომელიც ამ პროცესშია ჩართული, იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება. საზოგადოება მინდა დავარწმუნოთ, რომ ამისთვის ჩვენ არაფერს დავიშურებთ“, - განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ.
კორტების სპეცოპერაციისას მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით პროკურატურა საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით იძიებს, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






