ემზარ კვიციანს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს
სამართალი - 14:46, 30 Jan, 2015     2036
ემზარ კვიციანი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დავას იწყებს. როგორც ემზარ კვიციანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი ადვოკატები სარჩელს უკვე ამზადებენ ,რომლის მიხედვითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს სისხლის სამართლის ორი მუხლით- 73-ე და 100-ე მუხლებით უჩივლებს.

"უმაღლეს მთავარსარდალს არ ჰქონდა ჯარების გადაადგილების უფლება პარლამენტის ნებართვის გარეშე. მაშინ 2006 წელს სააკაშვილმა დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო კოდორის ხეობაში ჯარის შეყვანისა და ხეობის მოსახლეობაზე ძალის გამოყენების შესახებ", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

მისივე თქმით, 2006 წელს მოხდა ნიადაგის შემზადება, რათა ქართულ მხარეს სამომავლოდ შეძლებოდა კოდორის ხეობის რუსული მხარისათვის გადაცემა. ემზარ კვიციანის ინფორმაციით, მან იცოდა, რომ კოდორის ხეობაში ჯარის შეყვანით, კოდორის ხეობა დაიკარგებოდა.

"ხეობაში ჯარის შემოყვანა არ შეიძლებოდა. მე ვიცოდი, რომ ჯარს შემოიყვანდნენ, მერე ჯარი მიატოვებდა იქაურობას და ჩააბარებდნენ ხეობას რუსეთს", - განაცხადა კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა. მისივე თქმით, 2008 წელი იყო ქვეყნის ღალატის კოლექტიური ქმედება რაც აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

ემზარ კვიციანს ზუგდიდის სასამართლომ უკანონო გასამხედროებული ჯგუფის შექმნისა და 2006 წელს კოდორის ხეობაში ამბოხის მოწყობისათვის დამნაშავედ სცნო და 12-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენი მისმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს. 28 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კვიციანი გაათავისუფლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42